LIVE

CDC: აცრის შემდეგ გულის ანთების 1200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

24 ივნ 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2239
CDC: აცრის შემდეგ გულის ანთების 1200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
Bloomberg

აშშ-ის “დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის” (CDC) მიხედვით, mRNA ვაქცინით აცრილ პირებში გულის ანთების 1200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.  

CDC-ს სტატისტიკით, ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია 130 მილიონზე მეტი ამერიკელი, სერიოზული გვერდითი მოვლენების შესახებ კი რამდენიმე შემთხვევა აღირიცხა. 

mRNA ვაქცინებით აცრილ მოზარდებსა და 12-39 წლის ახალგაზრდებში გულის ანთებითი დაავადებების რისკი განსაკუთრებით მაღალია მამაკაცებში და მეორე დოზის მიღებიდან რამდენიმე დღეში. მრჩეველთა კომიტეტის თანახმად, რისკის ფაქტორების, მკურნალობისა და გრძელვადიანი შედეგების დასადგენად საჭიროა მეტი მტკიცებულება. 

CDC ანგარიშებში მიოკარდიტისა და პერიკარდიტის შემთხვევებს რეგულარულად აღრიცხავს. ასეთი შემთხვევები იშვიათია, მაგრამ ძირითადად თინეიჯერ და ახალგაზრდა მამაკაცებში გვხვდება.

CDC-ს დირექტორი როშელ ვალენსკი ამბობს, რომ mRNA-ს ვაქცინები მოზარდებში ეფექტიანია და  წარმატებით ახერხებს მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილის პრევენციას.

სტატისტიკის გასაჯაროების შემდეგ, აშშ-ის ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ აცრის შედეგად გულის ანთების რისკი ძალიან მცირეა. 12-39 წლის ასაკობრივ ჯგუფში მეორე დოზის მიღებიდან  21 დღის განმავლობაში გულის დაავადებების განვითარების რისკი 0.00126-ს უდრის, Covid-19-ს კი სერიოზული საფრთხის მოტანა შეუძლია. ისინი მოქალაქეებს არწმუნებენ, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია.   

 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რაილი გრიფინი