დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ გუშინ ბრიტანეთის საზღვაო ფლოტი საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებდა და პირობას დებს, რომ ყირიმის სადავო წყლებში შესვლის უფლებას კვლავ გამოიყენებს.
“მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის რუსეთის მიერ ანექსიას”,- ამბობს ჯონსონი.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ აცხადებს რუსეთი, რომ ბრიტანეთი იტყუება, ჯონსონი პასუხობს: "ისინი დათვები არიან". მან არ უპასუხა კითხვას, იყო თუ არა ხომალდის მარშრუტი პირადად მის მიერ დამტკიცებული.
რუსეთი, რომელიც ყირიმის წყლებს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, ბრიტანეთს აფრთხილებს, რომ “მიუღებელი პროვოკაციული ქმედება” არ გაიმეოროს. კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი საზღვრის დასაცავად არაფერს გამორიცხავს.
“ამგვარი პროვოკაციების გამეორების შემთხვევაში, შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება ბრიტანულ მხარეს”,- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის თქმით, რუსეთს შეუძლია დაბომბოს არა მხოლოდ კურსი, არამედ სამიზნეებიც.
რუსეთი ამტკიცებს, რომ გუშინ გაფრთხილების მიზნით, გამოიყენა ბომბები და ცეცხლსასროლი იარაღი შავ ზღვაში, ყირიმის ნახევარკუნძულთან, იმისათვის, რომ HMS Defender-ს დაეტოვებინა წყლები, რომელსაც რუსეთი საკუთარ ნაწილად მიიჩნევს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებას ცოტა ხანში დიდი ბრიტანეთი გამოეხმაურა და რუსეთის მიერ გავრცელებული ცნობები უარყო. მათი განცხადებით, ეს იყო “ცეცხლსასროლი იარაღის სწავლების ფარგლებში” და მას ხომალდის ვოიაჟზე გავლენა არ მოუხდენია.
ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ბენ უოლასის თქმით, ხომალდი ოდესიდან საქართველოს მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვაო დერეფნით მოდიოდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰენრი მეიერი და კიტი დონალდსონი