LIVE

ძმები კრიპტოვალუტის პლატფორმიდან $3,6 მილიარდის ბიტკოინთან ერთად გაქრნენ

25 ივნ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1057
ძმები კრიპტოვალუტის პლატფორმიდან $3,6 მილიარდის ბიტკოინთან ერთად გაქრნენ
Africrypt

სამხრეთ აფრიკელი ძმები კრიპტოვალუტის ინვესტიციის პლატფორმა Africrypt-დან $3,6 მილიარდის ღირებულების ბიტკოინთან ერთად გაქრნენ.

ინვესტორების მიერ დაქირავებულ კეიპ თაუნის იურიდიულ ფირმაში აცხადებენ, რომ ძმები ვერ იპოვნეს და ამის შესახებ ეროვნული პოლიციის ელიტარულ დანაყოფს შეატყობინეს.

გასული წლის ბიტკოინის ფასის ზრდის შემდეგ, დაახლოებით 69,000 მონეტის გაქრობა - $4 მილიარდზე მეტი ღირებულების აპრილის პიკის ფასით - იქნებოდა ყველაზე დიდი ზარალი კრიპტოვალუტის თაღლითობაში. ინციდენტმა შეიძლება მარეგულირებლების ყურადღებაც მიიპყროს.

კრიპტოვალუტის ინვესტიციის პლატფორმიდან თაღლითობის პირველი ნიშნები აპრილში დაფიქსირდა, როცა ბიტკოინის ფასმა რეკორდს მიაღწია. Africrypt-ის მთავარმა ოპერაციულმა ოფიცერმა ამერ კაჯემ, ძმებიდან უფროსმა, კლიენტებს აცნობა, რომ კომპანია ჰაკერების მსხვერპლი გახდა. მან სთხოვა ინვესტორებს, რომ მომხდარის შესახებ არ შეეტყობინებინათ ადვოკატებისა და ხელისუფლებისთვის, რადგან ეს ხელს შეუშლის დაკარგული თანხების აღდგენის პროცესს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: როქსენ ანდერსონი