LIVE

შვედეთი ციფრულ ვალუტაზე გადასვლის მიზანშეწონილობას იკვლევს

30 დეკ 202018:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 357
შვედეთი ციფრულ ვალუტაზე გადასვლის მიზანშეწონილობას იკვლევს
Erika Gedremark/Bloomberg

შვედეთი ციფრულ ვალუტაზე გადასვლის მიზანშეწონილობის კვლევას იწყებს, რაც უნაღდო ანგარიშსწორებაზე გადასვლისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. შესწავლის პროცესი 2022 წელს უნდა დასრულდეს.

ცენტრალურმა ბანკმა Accenture-სთან ერთად უკვე დაიწყო ელექტრონული კრონის დანერგვის საპილოტე პროექტი, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ეფუძნება.

ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ელექტრონული კრონის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზე უნდა იქნას მიღებული. თავის მხრივ, მთავრობა მიიჩნევს, რომ აუცილებელია ციფრული გადახდის უსაფრთხოება და მაღალი ხელმისაწვდომობა.

„იმის მიხედვით, როგორ და რა ტექნოლოგიით იქმნება ციფრული ვალუტა, მას დიდი შედეგების მოტანა შეუძლია მთელი ფინანსური სისტემისთვის“ - ამბობს პერ ბოლუნდი, შვედეთის ფინანსური ბაზრების მინისტრი.

Riksbank-ის კვლევით, შვედეთში ნაღდი ფულის გამოყენება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რადგან პანდემიამ ბანკნოტებიდან ციფრულ ვალუტაზე გადასვლის პროცესი დააჩქარა. ბანკის კვლევის თანახმად, შვედეთში მთლიანი გადახდების მხოლოდ 10% -მდე ხორციელდება ნაღდი ფულით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: რაფაელა ლინდებერგი და ოტ უმმელასი