LIVE

გერმანია ტექნოლოგიურ სტარტაპებს $12 მილიარდით დაეხმარება

23 ივნ 202117:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 563
გერმანია ტექნოლოგიურ სტარტაპებს $12 მილიარდით დაეხმარება
Bloomberg

გერმანია ტექნოლოგიური სტარტაპების დასახმარებლად $12 მილიარდს დახარჯავს, რაც ხელს შეუწყობს სექტორს, რომელიც ევროპის უდიდეს ეკონომიკაში სამუშაო ადგილების შექმნის გასაღებია.

"თანხები საინვესტიციო ფონდის საშუალებით გადანაწილდება, რომელიც სტარტაპების წინაშე არსებული სირთულეების მოგვარებას ისახავს მიზნად, როდესაც ისინი ვენჩურული კაპიტალის შეგროვებას ცდილობენ",- ამის შესახებ ჟურნალისტებს გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ოლაფ შოლცმა და ეკონომიკის მინისტრმა პიტერ ალტმაიერმა განუცხადეს ბერლინში.

სტარტაპერები სტრუქტურული ცვლილებების ძრავები არიან. ისინი სამუშაო ადგილებს და მომავალი კეთილდღეობისა და ზრდის საფუძველს ქმნიან გერმანიასა და ევროპაში”,- განაცხადა ალტმაიერმა.

საკონსულტაციო სააგენტოს EY-ს კვლევის თანახმად, გერმანულმა სტარტაპებმა, მათ შორის ფინანსურმა ტექნოლოგიურმა ფირმამ N26-მა, საჰაერო ტაქსის მწარმოებელმა კომპანია Lilium-მა და სამოგზაურო პლატფორმა Omio-მ, დაახლოებით $4,5 მილიარდის შეგროვება შეძლეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში კერძო კაპიტალზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა, ქალი დამფუძნებლები უმცირესობად რჩებიან გერმანიის სტარტაპ ეკოსისტემაში, რაც როგორც შოლცმა განაცხადა, არ არის საკმარისი წარმომადგენლობა და ეს სწრაფად უნდა მოგვარდეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სტეფან ნიკოლა და ბირჯიტ ჯენენი