LIVE

სინგაპურში 2025 წლისთვის 62%-ით მეტი მილიონერი იქნება

26 ივნ 202116:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 814
სინგაპურში 2025 წლისთვის 62%-ით მეტი მილიონერი იქნება
Bloomberg

Credit Suisse-ის თანახმად, 2020 წლიდან 2025 წლამდე სინგაპურში მილიონერების რაოდენობა შესაძლოა, 60%-ზე მეტით გაიზარდოს. ამასთან, აზიაში მილიონერების ტალღაა მოსალოდნელი, რადგან ფინანსური დედაქალაქები Covid-19-ის პანდემიიდან გამოდიან.

ბანკის 2021 წლის გლობალური სიმდიდრის ანგარიშის(Global Wealth Report) თანახმად, ქალაქ-სახელმწიფოს 2025 წლისთვის 437,000 მილიონერი ეყოლება, ეს შედარებით 2020 წელთან, როცა სინგაპურში 270,000 მილიონერი ფიქსირდებოდა. ქალაქ-სახელმწიფოს მილიონერების 62%-იანი ზრდის ტემპი უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე ჰონგ-კონგის სავარაუდო 60% იმავე პერიოდისთვის, თუმცა უფრო ნელი, ვიდრე ზრდის პროგნოზი ჩინეთში, ინდოეთში, ავსტრალიაში, სამხრეთ კორეასა და ტაივანში.

თუმცა, სინგაპურის მილიონერების სიმჭიდროვე - ანუ მილიონერების პროცენტული მაჩვენებელი მთლიან მოსახლეობაში - 2020 წელს 5.5% იყო, რაც მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აზიაში ჰონგ-კონგის 8.3%-ის შემდეგ. ქალაქ-სახელმწიფოს ჯინის კოეფიციენტი - შემოსავლების უთანასწორობის უფრო ფართო საზომი - 2020 წელს 78,3 იყო, გაცილებით მაღალი, ვიდრე იაპონიის 64,4, სამხრეთ კორეის 67,6 და ტაივანის 70,8.

2020 წლის ბოლოს სინგაპურში ყველაზე მდიდარი 1%-ის სიმდიდრის წილი თითქმის 34% იყო, იაპონიისთვის 18%, სამხრეთ კორეის 24% და ტაივანის 28%. ანგარიშის მიხედვით, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორც სინგაპურია, სიმდიდრის მაღალი უთანასწორობა შეიძლება ძალიან მდიდარი პირების არარეპრეზენტაბელური ერთობლიობით იყოს გამოწვეული.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ამეია კარვი