LIVE

PUBG-ის დამფუძნებელი მილიარდერთა რიგებს შეუერთდება

22 ივნ 202120:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 694
PUBG-ის დამფუძნებელი მილიარდერთა რიგებს შეუერთდება
Bloomberg

PlayerUnknown's Battlegrounds, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თამაში მომავალ თვეში აქციების საჯარო შეთავაზებას გეგმავს, რაც მფლობელებს მილიონებით გაამდიდრებს.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, Krafton-ის დამფუძნებელი ჩანგ ბიუნგ-იუ საჯარო შეთავაზების შემდეგ, შესაძლოა, $3,5 მილიარდის მფლობელი გახდეს, თუ ფირმის საწყისი შეთავაზება სავარაუდო ფასის დიაპაზონის ზედა ნაწილში აღმოჩნდება. Krafton-ი სეულში $4,9 მილიარდის შეგროვებას ცდილობს, რაც სავარაუდოდ სამხრეთ კორეის ყველაზე დიდი IPO იქნება. შეთავაზების შემდეგ ჩანგი აქციების 14%-ის მფლობელი იქნება.

ეს მაგალითია, თუ როგორ იცვლება სიმდიდრის ლანდშაფტი სამხრეთ კორეაში, რადგან ტექნოლოგიური მეწარმეები ქვეყნის უმდიდრესთა რიგებში გადადიან, სადაც ადრე ოჯახების მიერ კონტროლირებადი კონგლომერატები დომინირებდნენ.

IPO-ს შემდეგ, ფირმის აღმასრულებელი დირექტორის, კიმის წილი შესაძლოა, მაღალი შეფასების შემთხვევაში, $336 მილიონად შეფასდეს. დამფუძნებლის მეუღლის, ჩანგ სენგჰეის საკუთრებაში არსებული აქციების ღირებულებამ შეიძლება $206 მილიონი შეადგინოს, ხოლო Tencent-ის 13%-იანი წილის ღირებულება $3,3 მილიარდი იქნება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იოჯუნგ ლი და სოჰე კიმი