LIVE

ევროპის კლიმატის მიზნებს სამშენებლო წესები საფრთხე უქმნის

23 ივნ 202112:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 490
ევროპის კლიმატის მიზნებს სამშენებლო წესები საფრთხე უქმნის
Bloomberg

დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია Building Performance Institute of Europe მიიჩნევს, რომ ევროპულ ძალისხმევას გლობალური დათბობის თავიდან ასაცილებლად უფრო ეფექტური კონსტრუქციების მშენებლობის ნაწილში საფრთხე ექმნება. 

ორგანიზაციის პოზიციით, არსებობს შეუსაბამობა ევროკავშირის კლიმატის მიზნებთან მიმართებაში, რადგან ქვეყნები ენერგოეფექტურობის ახალ მოთხოვნებს ძალიან განსხვავებულად განმარტავენ. სტანდარტები ნამარხი საწვავის მნიშვნელოვანი ოდენობის გამოყენების საშუალებას იძლევა, რადგან ამ სტანდარტებში არ ასახულა განახლებადი ენერგიის ღირებულების კლება.

შენობების მშენებლობა და მართვა დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს გამოყოფს. გაეროს გარემოსდაცვითმა პროგრამამ დეკემბერში მთავრობებს სტანდარტების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა, მას შემდეგ, რაც 2019 წელს, შენობების მართვის შედეგად გამოყოფილმა სათბური გაზების ემისიამ ბოლო წლების ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს მიაღწია.

იანვრის შემდეგ, ევროპაში ახალი შენობები უნდა შეესაბამებოდეს ე.წ. თითქმის ნულოვანი ემისიის სტანდარტებს, რომლებიც მოხმარებულ ენერგიას ძირითადად განახლებადი წყაროებიდან მიიღებენ. მოთხოვნები ევროპული პოლიტიკის ნაწილია, რომლებიც მიღებულია კლიმატის ცვლილების მოსაგვარებლად ათი წლის წინ.

ინსტიტუტმა განაცხადა, რომ სტანდარტები უნდა გაძლიერდეს და თანაბრად იქნას გამოყენებული, თუ ევროპა აპირებს კლიმატის მიზნების შესრულებას 2030 და 2050 წლებისთვის. მიმდინარე წელს მოხდება კანონმდებლობის მიღება, რომელიც დააწესებს განახლებულ სტანდარტებს სამშენებლო მოთხოვნებისთვის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფრანსის შვარცკოფი