LIVE

ფედერალური სარეზერვო სისტემა ინფლაციის ასახსნელად ლეგოს ქალაქს აშენებს

25 ივნ 202113:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 654
ფედერალური სარეზერვო სისტემა ინფლაციის ასახსნელად ლეგოს ქალაქს აშენებს
Federal Reserve Bank of Cleveland

ინფლაციამ ამერიკის ყურადღება მიიპყრო და ფედერალური სარეზერვო სისტემა ლეგოს იყენებს იმის ასახსნელად, თუ რატომ შეიძლება ზოგიერთ პროდუქტზე ფასის ზრდა დროებითი აღმოჩნდეს.

ფასების მიმდინარე ზრდის ფონზე, პოლიტიკის შემქმნელები ცდილობენ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ინფლაციის გაკონტროლების მიდგომების შესახებ. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ამისთვის განსხვავებული მიდგომა აირჩია.

60-წამიანი, სამი ანიმაციური ვიდეოს მეშვეობით ის განმარტავს: რა არის ინფლაცია, რატომ უნდა აღელვებდეს ხალხს და როგორ აკონტროლებს მას ცენტრალური ბანკი. თითოეულ ანიმაციაში გამოყენებულია დანიური სათამაშოს ფერადი პლასტმასის დეტალებისგან დამზადებული ქალაქი და პერსონაჟები.

ლეგოს ხალხი ყვირილს იწყებს, როდესაც მთხრობელი ჰიპერინფლაციას აღწერს, სადაც ფასები უკონტროლო დონემდე იზრდება, ვიდრე ისინი დარწმუნდებიან, რომ ცენტრალური ბანკის სიტუაციას კვლავ აკონტროლებს.

ბოლო კადრები მნახველებს სიმშვიდის გრძნობას უქმნის, როდესაც ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ შეინარჩუნოს ინფლაცია სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით.

„ფედერალური სარეზერვო სისტემის დახმარებით, ინფლაციის დასაშვები დონეა მიღწეული",- განმარტავს მთხრობელი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კატარინა სარაივა