LIVE

აშშ-ს უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარება აქვს

21 ივნ 202123:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 517
აშშ-ს უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარება აქვს
Yuri Gripas/Abaca Press

აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ აშშ-ს $100 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარება აქვს დარეზერვებული უკრაინისთვის, ისეთ საფრთხეებთან გასამკლავებლად, როგორიცაა რუსული სამხედრო კონცენტრაციის ზრდა მის საზღვრებთან.

"ამის შესახებ იციან უკრაინელებმაც და რუსებმაც. აზრს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ ჩვენ თავი შევიკავეთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისგან“,- აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.

ეს განცხადება მოჰყვა 18 ივნისს Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა პირებმა დროებით შეაჩერეს უკრაინისთვის განკუთვნილი $100 მილიონიანი სამხედრო დახმარება მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ ჯარებს გაიყვანდა უკრაინის სიახლოვიდან.

„კონგრესის მიერ სექტემბრის ჩათვლით $275 მილიონის ოდენობის უსაფრთხოების დახმარება მთლიანად არის გადარიცხული, ხოლო დამატებითი $100 მილიონი, გადაუდებელი პაკეტია იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში განხორციელდებოდა რუსეთის შემდგომი შეჭრა. როდესაც ჯარებმა უკან დაიხიეს, ეს პაკეტი რეზერვში დავიტოვეთ იმ შემთხვევისთვის, თუ საჭირო გახდება მომავალში“,- განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტონი ჩუჩკა