LIVE

ბაიდენის წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული მოლაპარაკებებისთვის მზადაა

21 ივნ 202120:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1252
ბაიდენის წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული მოლაპარაკებებისთვის მზადაა
DW

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წარმომადგენელმა ჩრდილოეთ კორეის საკითხებში, სუნგ კიმმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა ჩრდილოეთ კორეასთან ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს მოლაპარაკებებისთვის.

ეს ძლიერი სიგნალია ვაშინგტონის მხრიდან, ფხენიანთან შეჩერებული განიარაღების დიალოგის აღდგენის თაობაზე. 21 ივნისს, სამხრეთ კორეელ და იაპონელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა ითვალისწინებს სპეციფიკურ და პრაქტიკულ მიდგომას, რომელიც მოიცავს ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო მოლაპარაკებებს. დიპლომატიური ენთუზიაზმის ფონზე, მან ასევე თქვა, რომ აშშ გააგრძელებს ჩრდილოეთ კორეაზე გათვლილი გაეროს სანქციებს მხარდაჭერას, ბირთვული მოწყობილობებისა და რაკეტების ტესტირების გამო.

ეს ელჩების პირველი შეხვედრა იყო, ბაიდენის თანამდებობის დაკავების შემდეგ, რომელიც რამდენიმე დღეში შედგა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩონგმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის "დიალოგისთვისაც და დაპირისპირებისთვისაც".

კორეის ლიდერმა, მმართველი პარტიის ოფიციალურ შეხვედრაზე გააკეთა მოწოდება, რომ ჩრდილოეთ კორეა სრულად მზადყოფნაში უნდა იყოს დაპირისპირებისთვის, სახელმწიფოს ღირსებისა და ინტერესების დასაცავად.

მმართველი პარტიის სხდომაზე კიმ ჩენ ინის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ეკონომიკის გაუმჯობესების აუცილებლობა იყო. ეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ქვეყანაში არსებულ საკვების ქრონიკული დეფიციტის თემაზე პესიმისტურად საუბრობს. მდგომარეობა გააუარესა გასული წლის ტაიფუნებმა, რამაც მოსავალი გაანადგურა, ასევე Covid-19-ის გამო საზღვრების ჩაკეტვამ.

ტრამპის ადმინისტრაციამ მოითხოვა ჩრდილოეთ კორეის სრული, გადამოწმებადი და შეუქცევადი ბირთვული განიარაღება, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. ეს სრულიად მიუღებელი მოთხოვნა იყო ჩრდილოეთ კორეისთვის, რომელიც თვლის, რომ ბირთვული იარაღი დაიცავს აშშ-ის თავდასხმისგან, ხოლო ბირთვული განიარაღება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია.

ბაიდენის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ სურს ეტაპობრივი მიდგომა, სადაც მიზნობრივ ჯილდოს გასცემს, განიარაღების ნაბიჯების სანაცვლოდ. ბაიდენმა ასევე იაპონიასა და სამხრეთ კორეას დახმარება სთხოვა, ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის მსგავსი საფრთხეების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის მშენებლობაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები ჯონ ჰერსკოვიცი და ჯონგ-ჰო ლი