LIVE

ბაიდენი ავღანეთის პრეზიდენტს თეთრ სახლში შეხვდება 

21 ივნ 202111:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 469
ბაიდენი ავღანეთის პრეზიდენტს თეთრ სახლში შეხვდება 
Bloomberg

25 ივნისს, ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ განი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვდებიან, იმ ფონზე, როდესაც აშშ-ს ჯარები გამოჰყავს ავღანეთიდან.

აპრილში ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ავღანეთიდან მთელს თავის სამხედრო კონტინგენტს გამოიყვანს 11 სექტემბრისთვის, რაც ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში განხორციელებული ტერაქტის მე-20 წლისთავს ემთხვევა, რომელმაც აშშ ხანგრძლივ ომში ჩააბა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია, სტრატეგიულ კონტექსტში ამართლებს ჯარების გაყვანას, გაეროს ანგარიშში აღინიშნა, რომ შესაძლებელია თალიბანმა დაიბრუნოს მართვის ბერკეტები.

ჯეიკ სალივანმა, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, 20 ივნისს განაცხადა, რომ არ იგეგმება ბაიდენის ძირითადი წინადადების შეცვლა და აშშ-ის ჯარები ვადაზე ადრე გამოვა ავღანეთიდან.

„შეერთებული შტატები მოწოდებულია მხარი დაუჭიროს ავღანელ ხალხს დიპლომატიური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებით, მათ შორის ავღანელ ქალებს, გოგონებსა და უმცირესობებს. აშშ მჭიდროდ ითანამშრომლებს ავღანეთის მთავრობასთან, რათა ქვეყანა აღარ გახდეს უსაფრთხო თავშესაფარი ტერორისტული ჯგუფებისთვის, რომლებიც საფრთხეს უქმნიან აშშ-ს“,- განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა.

ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილებას გარკვეული კრიტიკა მოჰყვა რესპუბლიკელი სენატორებისგან. სენატის უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა ეს პროცესი ”მძიმე შეცდომად” შეაფასა, ხოლო სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსმა ჯიმ ინჰოფემ ”უგუნური” და ”საშიში” უწოდა.

New York Times-ი იტყობინება, რომ 20 ივნისს თალიბები შევიდნენ პროვინციულ დედაქალაქებში კუნძუზში და მაიმანაში. ეს ამბოხებულთა ოპერაციის ნაწილია, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შეეხო რეგიონების ათეულობით სოფელს და სამთავრობო ძალებისა და მათი აღჭურვილობის ხელში ჩაგდება გამოიწვია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლორა ლიტვანი