LIVE

Beatles-ის შესახებ ფილმი კინოთეატრების ნაცვლად, Disney+-ზე გავა

21 ივნ 202112:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 531
Beatles-ის შესახებ ფილმი კინოთეატრების ნაცვლად, Disney+-ზე გავა
Fox Photos/Hulton Archive/Getty Images

Beatles-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს, რომელსაც მაყურებელი დიდი ხანია ელის, Walt Disney კინოთეატრების ნაცვლად, საკუთრ სტრიმინგ სერვისზე Disney +-ზე გაუშვებს. 

ამ გადაწყვეტილების მიხედვით, Hollywood-ი დარწმუნებული არ არის, რომ პანდემიის შემდეგ კინოთეატრებს მაყურებლების დიდი ნაწილი უბრუნდება. 

The Beatles: Get Back, რომელიც ლეგენდარული ჯგუფის სცენის მიღმა მუშაობას ასახავს, აგვისტოში კინოთეატრებში უნდა გამოსულიყო, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ფილმი სამნაწილიანი სერიის სახით Disney+ სტრიმინგის სერვისზე გამოჩნდება. სტრიმინგის მომსახურების ფასი $8-ია და მომხმარებლებს ფილმის ყურება დამატებითი გადასახადის გარეშე შეუძლიათ.

ფილმის რეჟისორია პიტერ ჯექსონი, რომელიც “ბეჭდების მბრძანებლისა” და “ჰობიტის” ეკრანიზაციებითაა სახელგანთქმული. ფილმი ეფუძნება კადრებს, რომლებიც ვერ მოხვდა 1970 წელს გამოსულ ფილმში Let It Be.

ფილმზე საავტორო უფლებებს Walt Disney ფლობს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტოფერ პალმერი