LIVE

საფრანგეთში კომენდანტის საათი იხსნება

17 ივნ 202110:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 738
საფრანგეთში კომენდანტის საათი იხსნება
Valentin FLAURAUD AFP

საფრანგეთი საჯარო სივრცეში ნიღბის ტარების მოთხოვნასა და ღამის საათებში მოქმედ კომენდანტის საათს აუქმებს. ცვლილებები პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა გამოაცხადა.

ნიღბის ტარების ვალდებულება ხუთშაბათს მოიხსნება, ხოლო კომენდანტის საათი დასრულდება კვირას, დაგეგმილზე ათი დღით ადრე.

ნიღბის ტარება აღარ იქნება სავალდებულო “გარდა გარკვეული გარემოებებისა: როდესაც ხალხი იკრიბება საჯარო სივრცეში, რიგში, ბაზარში ან სტადიონის ტრიბუნებზე.

“გასული წლის აგვისტოს შემდეგ ვირუსის გავრცელების ასეთი მაჩვენებელი არ ყოფილა”,- განაცხადა კასტექსმა. 

საფრანგეთში 19 მაისს გაიხსნა ღია სივრცეები რესტორნებსა და კაფეებში, აგრეთვე კულტურული ობიექტები. გასულ კვირას საფრანგეთმა გახსნა დახურული სივრცეები რესტორნებსა და კაფეებში, ასევე სპორტულ დაწესებულებებში.

მოსახლეობის 58%-ზე მეტმა უკვე მიიღო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა. ქვეყანამ გახსნა ვაქცინაციის პროგრამები 12-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის.