LIVE

ჰარცელი: აუცილებელია, რეგულირების მიზნებს ახლდეს მრავალმხრივი დისკუსია

15 ივნ 202118:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 512
ჰარცელი: აუცილებელია, რეგულირების მიზნებს ახლდეს მრავალმხრივი დისკუსია

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი რეგულაციის მიღებამდე მნიშვნელოვანია, ყველა მხარეს ჰქონდეს აზრის გამოხატვის საშუალება.

როგორც კარლ ჰარცელმა „ბიზნეს ფორმულასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, სწორედ ესაა ჯანსაღი პროცესი, რომლის მოლოდინიც აქვს.

„რაც შეეხება რეგულირების სიმკაცრეს და მოსაზრებას, რომ რიგ შემთხვევებში რეგულაციები შესაძლოა გატარებულიყო კერძო სექტორის პოზიციების მეტად გათვალისწინებით, უფრო სხვაგვარად, ვიდრე იმ სახით, როგორც საბოლოოდ მიიღო პარლამენტმა, ვფიქრობ, ეს თვალსაზრისიც ვალიდურია. სწორედ ამას ველი განახლებული პარლამენტის საქმიანობის შედეგად. აუცილებელია, რომ რეგულირების მიზნებს თან ახლდეს მრავალმხრივი დისკუსია, შეთანხმებით ნაკისრი მიზნები მნიშნველოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი ინტერპრეტირების ფორმა. ამისთვის საჭიროა პოლიტიკური დისკუსია და ამას სჭირდება სხვადასხვა მხარის ჩართულობა, არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ სხვა დაინტერესებული მხარეებისაც და საბოლოოდ შეჯერებული პოზიცია, თუ როგორ დაინერგება ესა თუ ის რეგულაცია. საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ ასოცირების შეთანხმების შესრულება მიჰყვება შეთანხმებულ გეგმას, რაც კარგია საქართველოს ეკონომიკისთვის და ბიზნეს კლიმატისთვის“,- აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

ამასთან, ელჩმა "ბიზნეს ფორმულასთან" ინტერვიუში საქართველოს საექსპორტო პოტენციალზე ისაუბრა და  აღნიშნა, რომ "საქართველო, როგორც ბრენდი ძლიერდება". მისივე განცხადებით, ქართული ღვინო ძალიან მიმზიდველი პროდუქტია ევროკავშირის ბაზარზე.