LIVE

ჩინეთი NATO-ს გამოწვევების საპასუხოდ “გულხელდაკრეფილი არ იჯდება”

15 ივნ 202114:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 815
ჩინეთი NATO-ს გამოწვევების საპასუხოდ “გულხელდაკრეფილი არ იჯდება”
Handout/US Navy 2007

ჩინეთი NATO-ს აფრთხილებს, რომ “გულხელდაკრეფილი არ იჯდება” იმ გამოწვევების საპასუხოდ, რაც დაძაბულობის ესკალაციის პოტენციალს ასახავს. პარალელურად კი აშშ ცდილობს დაარწმუნოს მოკავშირეები, რომ კომუნისტური ქვეყნის მიმართ ერთიანი და მკაცრი მიდგომაა საჭირო. 

"პეკინი არ წარმოადგენს “სისტემურ გამოწვევას” რომელიმე ქვეყნისთვის და NATO-მ არ უნდა გააზვიადოს ჩინეთის სამხედრო ძალა",- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სამშაბათს ევროკავშირში მისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჩინეთი მოუწოდებს NATO-ს, გააგრძელოს დიალოგი და თანამშრომლობა საერთაშორისო და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ოფიციალურმა პეკინმა განცხადება NATO-ს გენერალური მდივნის საპასუხოდ გაავრცელა. იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალიანსი შეშფოთებულია ჩინეთის პოლიტიკით, რომელიც ეწინააღმდეგება ვაშინგტონის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნდამენტურ ღირებულებებს. სტოლტენბერგმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სწრაფად გაფართოებად ბირთვულ არსენალზე, რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობასა და დეზინფორმაციის კამპანიებზე.

ბაიდენი ითხოვდა, G7-ს ჩინეთის წინააღმდეგ ესაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა იძულებითი შრომა და ადამიანის უფლებათა დარღვევები, აგრეთვე Road&Belt ინიციატივის ინფრასტრუქტურული გეგმა. მან ასევე დააყენა საკითხი ჩინეთის მიერ ლაბორატორიებზე დაშვების უარყოფის შესახებ, რათა Covid-19-ის წარმოშობა დადგინდეს.

ზოგიერთმა ლიდერმა, მათ შორის გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა G7-ის ანტი-ჩინეთურ გაერთიანებად გადაქცევის შიშით მკაცრი განცხადებებისგან თავი შეიკავა. ლიდერების პოზიციით, ნებისმიერი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილი ინფრასტრუქტურული წინადადება უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც უფრო პოზიტიური, ეკოლოგიისკენ მიმართული ძალისხმევა.

“G-7-ს პრეტენზია აქვს, შექმნას პოზიტიური დღის წესრიგი მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ სჭირდებათ მოწესრიგება”,- განაცხადა მერკელმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია