LIVE

NATO ადასტურებს, რომ საქართველო ალიანსის წევრი MAP-თან ერთად გახდება

15 ივნ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1204
NATO ადასტურებს, რომ საქართველო ალიანსის წევრი MAP-თან ერთად გახდება

NATO-ს სამიტის ფარგლებში წევრი ქვეყნები ერთიან კომუნიკეს ავრცელებენ, რომელშიც საუბარი საქართველოზეცაა.

ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით (MAP), რაც პროცესის განუყოფელი ნაწილია”,- ნათქვამია ალიანსის წევრობის პერსპექტივასთან დაკავშირებით. 

“მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, განსაზღვროს მომავალი და საგარეო კურსი გარეშე ჩარევის გარეშე. როგორც გაძლიერებული შესაძლებლობის პარტნიორი, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ალიანსთან ფართო სპექტრის საკითხებზე. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს NATO-ს ოპერაციებში, რაც აჩვენებს მის ერთგულებას და შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას”,- ნათქვამია კომუნიკეში.

წევრი ქვეყნები მიესალმებიან შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებას და აცხადებენ, რომ ეს “გზას უხსნის მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც დაეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, გაწევრიანების პროცესში პროგრესის მიღწევაში”. 

NATO მზადყოფნას გამოთქვამს, “ნატო-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული დღის წესრიგი სრულად გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად”. 

კომუნიკეში საუბარია საქართველოში გატარებულ რეფორმებზეც, რაც “დაეხმარა საქართველოს, გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები და ალიანსთან თანამშრომლობა”.

“მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის სულ უფრო მზარდი დესტაბილიზაციის აქტივობის საპასუხოდ და მივესალმებით ნაბიჯებს ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის განსახორციელებლად. მზად ვართ გავზარდოთ მხარდაჭერა საქართველოსთვის, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეებისადმი მდგრადობის გაზრდის, ტრენინგებისა და წვრთნების და უსაფრთხო კომუნიკაციების სფეროში. ველით ნატო-საქართველოს მორიგ სწავლებას 2022 წელს”,- აღნიშნულია კომუნიკეში.