LIVE

G-7 ჩინეთის მსოფლიო გავლენასთან დასაპირისპირებლად ემზადება

12 ივნ 202116:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 705
G-7 ჩინეთის მსოფლიო გავლენასთან დასაპირისპირებლად ემზადება
Bloomberg

G-7-ის ლიდერები, რომლებიც ამ შაბათ-კვირას ინგლისში იკრიბებიან, ჩინეთის მსოფლიო გავლენასთან დასაპირისპირებლად გეგმებს განიხილავენ. აშშ-ს ოფიციალური პირების მიხედვით, სხვა საკითხებთან ერთად, ლიდერები ქვეყანას იძულებითი შრომის პრაქტიკის გამოც დააკისრებენ პასუხიმგებლობას.

ოფიციალური პირების თქმით, G-7-ის ლიდერები აპირებენ კოორდინირებული ინფრასტრუქტურული ინიციატივის წამოყენებას განვითარებადი ქვეყნებისათვის, რაც ჩინეთის მხრიდან საზღვრებს გარეთ პროექტების დაფინანსების საშუალებით გარკვეული ბერკეტების მოპოვების მიმართ პასუხია.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ასევე სთხოვს ლიდერებს დაგმონ ის, რასაც ის ჩინეთის მიერ იძულებითი შრომის გამოყენებას უწოდებს, მათ შორის ჩინეთის მთავრობის მოპყრობა უიღური მუსლიმური უმცირესობის მიმართ დასავლეთ სინძიანის რეგიონში.

გარდა ამისა, სამიტის ბოლოს ჯგუფის ერთობლივ კომუნიკეში ლიდერები პირველად და პირდაპირ აღნიშნავენ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელსაც მსოფლიოსთვის ჩინეთი წარმოადგენს.

ბაიდენი ასევე გეგმავს სთხოვოს G-7-ის ლიდერებს კონკრეტული ზომები მიიღონ ჩინეთში იძულებითი შრომის წინააღმდეგ. აშშ იმედოვნებს, რომ ლიდერები ცხადად დაგმობენ ჩინეთის დამოკიდებულებას უიღურ მუსლიმებთან, როგორც მორალურად აღმაშფოთებელს, ისე  ეკონომიკურ კონკურენციაში არაკეთილსინდისიერ თამაშს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, კომუნიკეს მონახაზში დეკლარირებულია იძულებითი შრომის უკეთ მოგვარების პირობა, მაგრამ დოკუმენტში ჩინეთი ნახსენები არ არის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯასტინ სინკი