LIVE

ელონ მასკმა Tesla-ს უსწრაფესი მოდელი Model S Plaid წარადგინა

11 ივნ 202117:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 730
ელონ მასკმა Tesla-ს უსწრაფესი მოდელი Model S Plaid წარადგინა
Bloomberg

Tesla-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა Model S Plaid - მის მიერ წარმოებული ყველაზე სწრაფი მანქანა - Fremont-ში მომხმარებლებისთვის გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა. 

”ეს არის ის, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია მდგრადი ენერგიის მომავლისთვის. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ელექტრო მანქანა საუკეთესოა",- განაცხადა მასკმა ღონისძიებაზე. 

Tesla ამჟამად აწარმოებს ოთხ მანქანას: Model S, X, 3 და Y, მაგრამ გლობალური გაყიდვების აბსოლუტურ უმრავლესობას 3 და Y მოდელები წარმოადგენს. მასკის თქმით, Model S Plaid-ს დატენვის შემდეგ დაახლოებით 400 მილის დაფარვა შეუძლია. მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 200 მილია და 2 წამში 0-დან 60 მილი/სთ-მდე სიჩქარის მიღწევა შეუძლია. კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, ავტომობილის ღირებულება დაახლოებით $130 000-ს შეადგენს.

”ამას მე ფიზიკური ლიმიტის ინჟინერიას ვუწოდებ”,- ამბობს მასკი.

Model S, სედანი, რომელმაც კომპანიას პოპულარობა მოუტანა, პირველად 2012 წელს გამოვიდა და დიდი ხანია განახლებას საჭიროებს. ავტომობილის სახელში ფრაზა "Plaid Mode" 1987 წლის კომედიური ფილმის Spaceballs-ის რეფერენსია, რომელშიც მთავარ როლს მელ ბრუკსი ასრულებს.

მასკმა მომხმარებლებს მანქანის გასართობი სისტემაც გააცნო და დასძინა, რომ ის PlayStation5-ის დონისაა, ხოლო ხმოვანი სისტემა სახლის კინოთეატრს შეადარა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანა ჰალი