LIVE

მაკრონი ევროკავშირი-ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლს არ გადახედავს

11 ივნ 202112:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 568
მაკრონი ევროკავშირი-ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლს არ გადახედავს
Pascal Rossignol/AFP

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პოზიცია მტკიცე და ურყევია: ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი, ისევე როგორც Brexit-ის ხელშეკრულების სხვა დებულებები, არ გადაიხედება. 

G7-ის სამიტის წინ პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “არაფერია სალაპარაკო. არასერიოზულია, ივლისში გადავხედოთ იმას, რასაც წლების განმავლობაში დისკუსიისა და მძიმე შრომის შემდეგ მივაღწიეთ”. 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დათანხმდა ირლანდიის ზღვაში სავაჭრო საზღვრის პირობებს, მაგრამ უკვე თვეებია დაძაბულობა იზრდება, რამაც შეაფერხა მომარაგების ჯაჭვები და გამოიწვია ძალადობრივი პროტესტი ჩრდილოეთ ირლანდიაში. 

ევროკავშირმა ბრიტანეთი გააფრთხილა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობას სავაჭრო ტარიფების ამოქმედება მოჰყვება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანია ნუსბაუმი