LIVE

აშშ-ში J&J-ის მილიონობით დოზა ვაქცინას ვადა გასდის

09 ივნ 202122:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1123
აშშ-ში J&J-ის მილიონობით დოზა ვაქცინას ვადა გასდის

აშშ-ში Johnson & Johnson-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მილიონობით დოზას ივნისის ბოლოს ვადა გასდის. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერსგამოცემის ინფორმაციით, ახლა საავადმყოფოები, ჯანდაცვის დეპარტამენტები და ფედერალური მთავრობა ცდილობს სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოს და ვაქცინების გაფუჭება თავიდან აიცილოს. 

იმ ფონზე, როცა მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნების ვაქცინების მოპოვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბაიდენის ადმინისტრაციაზე იზრდება პასუხისმგებლობა, რომ ვაქცინები სხვებს გაუნაწილოს.

იმუნიზაციაზე პასუხისმგებელი პირების შეფასებით, სიტუაციიდან რამდენიმე გამოსავალი არსებობს. მათ შორის განიხილება ვაქცინების როგორც აშშ-ში გამოყენება, ისე საზღვარგარეთ გაგზავნა. 

მარაგის დარჩენის მიზეზი ნაწილობრივ, აპრილში აშშ-ში J&J-ის ვაქცინის გამოყენების დროებითი შეჩერება გახდა.

მიმდინარე წლის ზაფხულში ზოგიერთ საავადმყოფოსა და შტატში არსებული Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინების ვადაც იწურება, თუმცა რისკის ქვეშ მყოფი ვაქცინების უდიდესი წილი J&J-ის დოზებზე მოდის.