LIVE

წელს ისრაელის სტარტაპერებმა რეკორდული ინვესტიცია მოიზიდეს

14 ივნ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 635
წელს ისრაელის სტარტაპერებმა რეკორდული ინვესტიცია მოიზიდეს
elal.com

მიმდინარე წლის მონაცემებით, ისრაელის სტარტაპებმა $10.5 მილიარდის აკუმულირება შეძლეს, რითაც უკვე გადააჭარბეს გასულ წელს დაფიქსირებულ რეკორდს. ინვესტორები პანდემიის ფონზე, მომგებიან ტექნოლოგიურ ფირმებში ფულის ჩადებას აგრძელებენ.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩატარდა მინიმუმ $100 მილიონიანი დაფინანსების 30 რაუნდი, რაც მთლიანი დაფინანსების 53%-ს შეადგენს. გასულ წელს 21 ასეთი რაუნდი განხორციელდა.

„სამი სექტორი, რომელიც წელს დომინირებდა, იყო პროგრამული უზრუნველყოფის, ფინანსური ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების. ვიდრე რამე დრამატული არ მოხდება, წელს ვნახავთ ისეთ ფინანსურ მონაცემებს, რომლებიც ორი წლის წინ წარმოუდგენლად მიგვაჩნდა“,- განაცხადა ური გაბაიმ, Start-Up Nation Central-ის კვლევისა და პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.

მისი ვარაუდით, მიმდინარე წლისთვის, საკმაოდ რეალისტურია $20 მილიარდიანი ინვესტიცია ისრაელის სტარტაპებში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იაკოვ ბენმელეჰი