LIVE

ჩინურმა სოციალური მედიის პლატფორმამ კრიპტო ანგარიშები დაბლოკა

06 ივნ 202113:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 645
ჩინურმა სოციალური მედიის პლატფორმამ კრიპტო ანგარიშები დაბლოკა
Bloomberg

Weibo-მ, ჩინურმა სოციალური მედიის პლატფორმამ, როგორც ჩანს, შაბათს კრიპტო ინფლუენსერების ზოგიერთი ანგარიში დაბლოკა. მიზეზად დაუზუსტებელი კანონებისა და Weibo-ს წესების დარღვევა სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ Weibo ბოლო წლებში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ანგარიშებს მკაცრად აკონტროლებს, ახალი ამბავი ჩინეთის მკაცრ მარეგულირებელ რიტორიკას მოჰყვა, რამაც კრიპტოვალუტების ფასებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა.

ბიტკოინთან კავშირში შაბათს Square-მა შაბათს განაცხადა, რომ 5 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს მზის ენერგიით მოპოვებული ბიტკოინის მაინინგის ობიექტის ასაშენებლად.

მიუხედავად ამისა, ბოლო თვეების შაბათ-კვირა საკმაოდ მძიმე იყო კრიპტოსთვის, რომელიც კვირის ყველა დღეს ივაჭრება. ამ შაბათ-კვირის ჩათვლით, Bitcoin- ის საშუალო მერყეობის ზღვარი შაბათსა და კვირას 5,35%-ს შეადგენს.

მსოფლიოს უდიდეს ციფრული მონეტა ბოლო 24 საათის განმავლობაში 5.3%-ით შემცირდა და $35,220 შეადგინა. ბიტკოინი მეორე დღეა ვარდნის ტენდენციას აგრძელებს, განსაკუთრებით ელონ მასკის კრიტიკული ტვიტის შემდეგ, რომელმაც კრიპტოვალუტასთან მისი პოტენციური გაყოფის შესახებ მიანიშნებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვილდანა ჰაჯრიკი