
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ სანქციებისთვის ვალუტის დომინირების გამოყენებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთის სურვილი არ არის შეაჩეროს დოლარის გამოყენება. პუტინმა ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ ამ პოლიტიკის ექო, შეიძლება უკან მოუბრუნდეს.
რუსეთის პრეზიდენტმა პარასკევს გვიან საღამოს პეტერბურგში საერთაშორისო მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გამოიყენოს გადახდის სხვა მეთოდები, რადგან აშშ თავის ეროვნულ ვალუტას სხვადასხვა სახის სანქციებისთვის იყენებს.
”ჩვენ ამას შეგნებულად არ ვაკეთებთ, ჩვენ იძულებული ვართ გავაკეთოთ ეს”,-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა დოლარის გამოყენების შეწყვეტის შესახებ.
პუტინის თქმით, ეროვნულ ვალუტაში სხვა ქვეყნებთან ანგარიშსწორება ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვის გაყიდვები და სავალუტო რეზერვების შემცირება დოლარში, საბოლოოდ დააზიანებს აშშ-ს, რადგან დოლარის დომინირება შემცირდება.
”რატომ აკეთებს ამას აშშ-ს პოლიტიკური ხელისუფლება? ისინი ჭრიან ტოტს, რომელზეც სხედან ”, - ამბობს პუტინი.
პუტინმა ამ საკითხზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ ნავთობის ფონდიდან დოლარს სანქციებისგან დაუცველობის შესამცირებლად ამოიღებს, რაც მეტწილად სიმბოლური ნაბიჯია, რადგან ფულად სახსრებში ცვლილება ცენტრალურ ბანკის რეზერვებში მოხდება. რუსეთი წლების განმავლობაში მცირე წარმატებით ცდილობდა დოლართან განცალკევებას საერთაშორისო სანქციების და წნეხის ფონზე.
რუსეთის ლიდერის კომენტარი 16 ივნისს ჟენევაში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან პირველი სამიტის შეხვედრის წინ გაკეთდა. მან შეაფასა ბაიდენი, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ლიდერი. პუტინმა დასძინა, რომ მოლაპარაკებებში აშშ-სთან ურთიერთობებში რაიმე გარღვევა არ ელოდება.
მან პარასკევს გამართულ შეხვედრაზე აშშ ასევე გააფრთხილა მისი, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილი მოქალაქის გამოცდილების საფუძველზე.
”იმპერიების პრობლემა იმაშია, რომ ისინი ფიქრობენ, რომ მცირე შეცდომების დაშვება შეუძლიათ, რომლებიც თანდათან გროვდება. დგება დრო, როდესაც ისინი გამკლავებადი აღარ არიან. აშშ კი დარწმუნებული ნაბიჯით, თავდაჯერებული სიარულით, მყარად მიდის პირდაპირ საბჭოთა კავშირის გზაზე ”,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: როსილენდ მატიესონი