LIVE

მასკმა Tesla-ს რესტორნების კონცეპტისთვის სავაჭრო ნიშანზე შეიტანა განაცხადი

04 ივნ 202118:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 595
მასკმა Tesla-ს რესტორნების კონცეპტისთვის სავაჭრო ნიშანზე შეიტანა განაცხადი

27 მაისს, Tesla-მ აშშ-ს საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისში(U.S. Patent and Trademark Office), კომპანიის ლოგოს კვების ინდუსტრიაში გამოყენების შესახებ განაცხადი შეიტანა, რაც ნიშნავს რომ მასკის მიერ დაანონსებული 50-იანების სტილის ამერიკული სასადილოების ქსელი რეალობასთან ახლოსაა.

კომპანიის განაცხადები სავაჭრო ნიშანთან დაკავშირებით სარესტორნო მომსახურებას, pop-up რესტორანს, თვითმომსახურების რესტორნის მომსახურებას და take-out რესტორანს მოიცავს. განაცხადში მითითებულია, რომ Tesla აპირებს სავაჭრო ნიშნის გამოყენებას, მაგრამ ეს ჯერ არ გაუკეთებია. განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, რეგისტრაცია ძალაში არ შევა, სანამ ნიშანი გამოყენებული არ იქნება.

ელონ მასკი წლების განმავლობაში საუბრობდა სამხრეთ კალიფორნიაში ტრადიციული ამერიკული სასადილოს გახსნის შესახებ. 2018 წელს მან Twitter-ზეც დაწერა, რომ დაგეგმილი იყო "ძველებური drive-in-ის, როლიკების და როკ რესტორანის გახსნა Tesla Supercharger-ის ერთ-ერთ ადგილას ".

მასკმა აპრილში დაადასტურა იდეის შესახებ პროგრესი.

საკვები პროდუქტების სავაჭრო ნიშანი არ არის სტანდარტული პროცედურა რესტორნების უმეტესობისთვის. ზოგადად სავაჭრო ნიშნები დადგენილია ბრენდებისთვის, რომლებიც გეგმავენ ფრენჩაიზის დაწყებას. სტივენ კამალის თქმით, რომელიც მასპინძლობის სფეროს ინვესტორია, ეს არის ნაბიჯი, რომელიც დიდი ზრდის გეგმებზე მიუთითებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰანა ელიოტი