LIVE

32 წელი ტიანანმენის სისხლიანი ტრაგედიიდან - რა მოხდა ჩინეთში 1989 წელს

06 ივნ 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1721
32 წელი ტიანანმენის სისხლიანი ტრაგედიიდან - რა მოხდა ჩინეთში 1989 წელს
AFP

32 წლის წინ პეკინში ტიანანმენის მოედანი მასშტაბური საპროტესტო აქციების ცენტრად იქცა, თუმცა პროტესტი ჩინეთის კომუნისტურმა მმართველმა სისხლში ჩაახშო.

გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩინეთში უდიდესი ცვლილებები ხდებოდა. მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ქვეყანაში გარკვეული კერძო კომპანიების და უცხოური ინვესტიციების დაშვება დაიწყო. კომუნისტური პარტიის მაშინდელი ლიდერი, დენგ სიაოპინგი იმედოვნებდა, რომ ამით ხელს შეუწყობდა ეკონომიკის განვითარებასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. თუმცა, გაიზარდა კორუფცია და სიაოპინგის ნაბიჯმა მეტი პოლიტიკური ღიაობის იმედი გააჩინა.

კომუნისტური პარტია ორად გაიყო - ერთი ნაწილი სწრაფი ცვლილებების მომხრე იყო, ხოლო მეორე - მკაცრი სახელმწიფო კონტროლის შენარჩუნების.

80-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო სტუდენტური პროტესტი. მასში ძირითადად ის ადამიანები მონაწილეობდნენ, რომლებიც უცხოეთში იყვნენ ნამყოფი და გაეცნენ როგორც ახალ იდეებს, ისე ცხოვრების უფრო მაღალ დონეს. 

1989 წლის გაზაფხულზე საპროტესტო აქციები გაძლიერდა და დემონსტრაციებზე უკვე მეტ პოლიტიკურ თავისუფლებას ითხოვდნენ. მომიტინგეებს ხელი შეუწყო წამყვანი პოლიტიკოსის, ჰუ იაობანგის სიკვდილმა, რომელიც გარკვეულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცვლილებებს ხელმძღვანელობდა. მის დაკრძალვაზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა და მოითხოვა მეტი სიტყვის თავისუფლება და ნაკლები ცენზურა. მომდევნო კვირების განმავლობაში მომიტინგეები ტიანანანმენის მოედანზე იკრიბებოდნენ. მომიტინგეთა რაოდენობა მილიონზე მეტი იყო. 

Protesters in Tiananmen Square, 1989

თავდაპირველად, მთავრობა მომიტინგეებს არ დაუპირისპირდა. კომუნისტური პარტიის ოფიციალური წარმომადგენლები საპასუხო ქმედებებზე ვერ თანხმდებოდნენ. ზოგიერთი მათგანი დათმობას ემხრობოდა, ნაწილი კი მკაცრ პოზიციას. საბოლოოდ, შიდა დისკუსიაში მკაცრი პოლიტიკის მომხრეებმა გაიმარჯვეს და პეკინში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 3-4 ივნისს ჯარი ტიანანმენის მოედნისკენ დაიძრა. სამხედროებმა გახსნეს ცეცხლი, დააკავეს ათიათასობით მომიტინგე და აქცია სისხლში ჩაახშეს. 

ტიანანმენის მოედანზე განვითარებული ტრაგედიის ამსახველი ფოტო ისტორიას შემორჩა. ტანკებს წინ ორი ჩანთით ხელში მამაკაცი აღუდგა. დღემდე უცნობია, რა ბედი ეწია ამ ადამიანს. 

On 5 June, a man faced down a line of tanks heading away from the square.

უცნობია, რამდენი ადამიანი დაიღუპა ტიანანმენის მოედანზე. 1989 წლის ივნისის ბოლოს ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მოკლულია 200 მშვიდობიანი მოქალაქე და უსაფრთხოების რამდენიმე ათეული თანამშრომელი. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ მოედანზე რეალურად ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა. 2017 წელს გამოქვეყნებულმა ბრიტანულმა დოკუმენტებმა აჩვენა, რომ ჩინეთში ბრიტანეთის მაშინდელი ელჩის სერ ალან დონალდის დიპლომატიური მოხსენების თანახმად, 10,000 ადამიანი გარდაიცვალა.

ჩინეთში ტიანანმენის მოედანზე მომხდარი მოვლენების განხილვა დღემდე სახიფათოა. კომუნისტური ხელისუფლება ინტერნეტიდანაც შლის ინფორმაციას, რომელიც 32 წლის წინანდელ მოვლენებს უკავშირდება. შედეგად, ახალგაზრდებმა თითქმის არაფერი იციან იმის შესახებ, რა მოხდა 1989 წელს პეკინში.