LIVE

აშშ საქართველოს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს

04 ივნ 202112:49
3 წუთის საკითხავი
clock clock 948
აშშ საქართველოს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს
US Embassy Georgia

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს. 

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოსთვის გამოყოფილი კონკრეტული ვაქცინა და დოზების რაოდენობა ცნობილი მაშინ გახდება, როდესაც ადმინისტრაცია ლოჯისტიკურ, სარეგულაციო და სხვა მსგავს საკითხებს გადაწყვეტს.

მსოფლიოს მასშტაბით შეერთებული შტატები ივნისის ბოლომდე 80 მილიონ დოზას გაიღებს. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი Covax პროგრამის ფარგლებში, შეერთებული შტატები პირველი 6 მილიონი დოზის გადაცემას გეგმავს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, 7 მილიონის - აზიაში და 5 მილიონის - აფრიკაში.