LIVE

მასკის მიერ Twitter-ზე Baby Shark-ის გაზიარებამ Samsung Publishing-ის აქციების ფასი გაზარდა

02 ივნ 202115:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1039
მასკის მიერ Twitter-ზე Baby Shark-ის გაზიარებამ Samsung Publishing-ის აქციების ფასი გაზარდა

ელონ მასკის მიერ Twitter-ზე ვირუსული საბავშვო სიმღერის Baby Shark-ის გაზიარების შემდეგ, Samsung Publishing-ის აქციების ფასი 10%-ით გაიზარდა და 7 მაისის შემდეგ, უდიდეს მაჩვენებელს მიაღწია. 

Samsung Publishing-ი სიმღერის მწარმოებელი კომპანიის, SmartStudy-ის მეორე უდიდეს წილს ფლობს.   

მაისში სიმღერის სახელობის კრიპტოვალუტაც კი გამოუშვეს.

მასკმა ტვიტი: "Baby Shark crushes all! More views than humans" აზიის ვაჭრობის საათებში გამოაქვეყნა და სიმღერის ვიდეო დაურთო. ტვიტის შემდეგ Samsung Publishing-ის აქციების ფასის ზრდა მილიარდერისა და მისი ტვიტების გავლენაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. 

სიმღერამ Baby Shark (Doo Doo Doo Doo Doo Doo) 2018 წელს YouTube-ზე სენსაცია მოახდინა. ვიდეო თითქმის 8,7 მილიარდჯერაა ნანახი. სიმღერა არაერთი კვირის განმავლობაში “ბილბორდის ცხელ ასეულში” შედიოდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: აბიშეკ ვიშნოი და შინჰი კანგი