LIVE

შესაძლოა, ეთერიუმმა საბაზრო ღირებულებით ბიტკოინს გადააჭარბოს

01 ივნ 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1079
შესაძლოა, ეთერიუმმა საბაზრო ღირებულებით ბიტკოინს გადააჭარბოს
Bloomberg

ეთერიუმის შედარებითმა მდგრადობამ გაამყარა აზრი, რომ სიდიდით მეორე ციფრულმა ვალუტამ შესაძლოა, ბიტკოინს საბაზრო ღირებულებით გადაუსწროს.

ახლა ყველაზე დიდი ციფრული ვალუტა ორჯერ მეტია საბაზრო ღირებულებით ვიდრე ეთერიუმი, მაგრამ განსხვავება მაისში დაახლოებით $350 მილიარდით შემცირდა. ეს ბიტკოინის ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა ვარდნის ეპიზოდმა და ეთერიუმის ფასის მცირე კლებამ გამოიწვია. ეთერიუმის გულშემატკივრები მის პოპულარობას ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ფინანსურ სერვისებსა და ციფრულ საკოლექციო მასალებს აბრალებენ და ასევე მიმდინარე განახლების შესაძლებლობას, ეთერიუმის ქსელის ეფექტურობის გასაზრდელად.

"ეთერიუმი მომავალში, სავარაუდოდ, გარკვეულ მომენტში გადააჭარბებს ბიტკოინს, რადგან ეთერიუმი იქნება უპირატესი, როდესაც საქმე ინოვაციურ და დეველოპერულ ინტერესს შეეხება",- ამბობს ტეგან კლეინი, ბლოკჩეინის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Edge & Node-ის თანადამფუძნებელი. მაგრამ ის ასევე აღნიშნავს, რომ ინვესტორებმა კაპიტალი ორივე კრიპტოვალუტისთვის უნდა გამოყონ.

გასულ კვირას მოხსენებაში, Goldman-ის სასაქონლო სტრატეგებმა მიხეილ სპროგისმა და ჯეფ კურიმ დაწერეს, რომ ბიტკოინის პირველი უპირატესობა, როგორც ჩანს, "მყიფეა" და შესაძლოა მან დომინანტი ციფრული საცავის სტატუსი  უფრო პრაქტიკული გამოყენების და ტექნოლოგიური სისწრაფის კონკურენტთან დაკარგოს. მათი თქმით, ეთერიუმი, როგორც ჩანს, ყველაზე სავარაუდო კანდიდატია, რომელმაც შესაძლოა, ბიტკოინს გადააჭარბოს. 

გასული წლის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 900%-ზე მეტით გაიზარდა, რაც აჭარბებს ბიტკოინის ფასის 275%-იან ზრდას. ამ უზარმაზარი მიღწევის გათვალისწინებით, დებატები იმასთან დაკავშირებით, რასაც კრიპტო ინსაიდერები flippening-ს უწოდებენ - ანუ მომავალს, სადაც ეთერიუმის ღირებულება ბიტკოინს გადააჭარბებს- სავარაუდოდ, ჯერ კიდევ დიდხანს შენარჩუნდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯესიკა ოსინგერი