LIVE

DR TV: აშშ მერკელისა და ევროპელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჯაშუშობდა

31 მაი 202123:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1041
DR TV: აშშ მერკელისა და ევროპელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჯაშუშობდა
Saul Loeb/Pool via REUTERS/File Photo

დანიის სახელმწიფო მაუწყებლის, DR TV-ის თანახმად, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო (NSA) დანიის საგარეო დაზვერვის განყოფილებასთან პარტნიორობით მეზობელი ქვეყნების მაღალჩინოსნების, მათ შორის გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის წინააღმდეგ სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა. 

ცხრა ანონიმურ წყაროზე მითითებით, რომლებიც ხელმისაწვდომია გამოძიებაში, DR აცხადებს, რომ დასკვნები 2015 წლის დანიის თავდაცვის სადაზვერვო სამსახურის მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების შედეგია.

2012 და 2014 წლებში ჩატარებული გამოძიების თანახმად, NSA დანიის მონაცემთა კაბელებს იყენებდა შვედეთის, ნორვეგიის, საფრანგეთისა და გერმანიის მაღალჩინოსნებზე ჯაშუშობის მიზნით. მაღალჩინოსნებს შორის არიან გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და გერმანიის ოპოზიციის ყოფილი ლიდერი, პერ შტაინბრიუკი.

“გროტესკურია, რომ მეგობრული სადაზვერვო სამსახურები ხელს უშლიან და ჯაშუშობენ. ეს პოლიტიკურ სკანდალად მიმაჩნია”,- განუცხადა შტაინბრიუკმა გერმანიის ტელეარხ ARD-ს. 

დანიის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის მიერ შიდა გამოძიება 2014 წელს, ედვარდ სნოუდენთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ დაიწყო.

შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პიტერ ჰულთქვისტმა შვედეთის მაუწყებელ SVT-ის განუცხადა, რომ "საჭიროებს სრულ ინფორმაციას ამ საკითხებზე”. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ფრენკ ბაქკე-იენსენმა NRK TV-ს განუცხადა, რომ “ბრალდებებს სერიოზულად უნდა მოეკიდონ”. 

2020 წლის აგვისტოში, დანიის თავდაცვის სადაზვერვო სამსახურის უფროსი და სამი სხვა თანამდებობის პირის გადააყენეს განყოფილების ზედამხედველობაში მყოფი დამოუკიდებელი საბჭოს მხრიდან კრიტიკისა და სერიოზული დანაშაულების ბრალდების ფონზე. DR TV ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილება სწორედ შიდა გამოძიებას ეხებოდა.