LIVE

მსოფლიოში მარიხუანას მთავარი ექსპორტიორი ლეგალიზაციასთან ახლოსაა

29 მაი 202119:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1790
მსოფლიოში მარიხუანას მთავარი ექსპორტიორი ლეგალიზაციასთან ახლოსაა
Mauricio Palos/Bloomberg

მაროკოს პარლამენტმა ხმა მისცა კანაფის ადგილობრივი კულტივირების ლეგალიზებას სამკურნალო და სამრეწველო მოხმარებისთვის, რაც პოტენციური გამარჯვებაა ფერმერებისთვის.

მაროკოში, სადაც ათიათასობით ადამიანი მარიხუანას უკანონო კულტივირებით ირჩენს თავს, ლეგალიზაციაზე მსჯელობა ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობდა. მომხრეების თქმით, ლეგალიზაცია საშუალებას მისცემს ფერმერებს კრიმინალური დაჯგუფებების ნაცვლად, მთავრობას მიჰყიდონ პროდუქტი.

მათ შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი ძლიერი მოკავშირე იპოვნეს 2017 წლის შემდეგ, როდესაც ჩრდილოეთ რეგიონში მომხდარი არეულობების გამო, დიდი ხნის უგულებელყოფილი სოციალურ-ეკონომიკური უკმაყოფილება გამოვლინდა. არსებობს მოლოდინი, რომ ლეგალიზაცია დაძაბულობას განმუხტავს და ეკონომიკური სტიმულის ფუნქციას შეასრულებს.

119-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა მარიხუანის ლეგალიზაციას, წინააღმდეგი იყო 48, თუმცა საბოლოოდ კანონი უნდა დაამტკიცოს მაროკოს მეფემ, მოჰამედ VI-მ.

ბოლო წლების განმავლობაში სამედიცინო კანაფის და მასთან დაკავშირებული პროდუქტების გლობალური ბაზარი გაიზარდა, რადგან სულ უფრო მეტმა ქვეყანამ მოხსნა აკრძალვები თერაპიული მიზნებისათვის გამოყენებასთან დაკავშირებით.

იურიდიული ცვლილებების შედეგად, 2028 წლისთვის ფერმერების შემოსავლები სავარაუდოდ $543 მილიონით გაიზრდება. ეს  ევროპაში მაროკოდან არალეგალურად ექსპორტირებული კანაფის ღირებულების მცირედი ნაწილია, რომელიც დაახლოებით $13 მილიარდს შეადგენს.

Bloomberg-ის ორირგინალური სტატიის ავტორი: სუჰაილ ქარამი