LIVE

VTB და რომან აბრამოვიჩი რუსულ სტრიმერ Ivi-ში $250 მილიონის ინვესტიციას დებენ

26 მაი 202117:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 928
VTB და რომან აბრამოვიჩი რუსულ სტრიმერ Ivi-ში $250 მილიონის ინვესტიციას დებენ
GETTY IMAGES

VTB ჯგუფი და მილიარდერი რომან აბრამოვიჩი რუსეთის ყველაზე პოპულარულ ვიდეო სტრიმინგის სერვისში, Ivi.ru- ში მსხვილ ინვესტიციას დებენ. 

რუსეთის რიგით მეორე უმსხვილესი ბანკის, საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" მფლობელის და ფოლადის მილიარდერების, ალექსანდრე აბრამოვისა და ალექსანდრე ფროლოვის ინვესტიცია $250 მილიონი იქნება. 

თანხა მოხმარდება შინაარსის გაფართოებას და საკუთარი წარმოების დაფინანსებას მას შემდეგ, რაც Ivi-მ შეაჩერა გეგმები თავდაპირველი საჯარო შეთავაზების შესახებ, რომელიც წლის დასაწყისში კომპანიას $1 მილიარდად აფასებდა. IPO მას შემდეგ შეჩერდა, რაც რუსმა პოლიტიკოსმა წამოაყენა საკანონმდებლო ინიციატივა შიდა სტრიმინგ სერვისებზე უცხოური მფლობელობის შეზღუდვის შესახებ.

Ivi 2010 წელს დაარსდა, როდესაც რუსების უმეტესობა პირატულ ვებ-გვერდებზე ფილმებს უფასოდ უყურებდა. TMT Consulting-ის ინფორმაციით, Ivi ქვეყნის უდიდეს სააბონენტო სერვისად გადაიქცა და ბაზარზე მისი წილი 32%-ს შეადგენს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიკ რუდნიცკი