LIVE

სამხრეთ კორეაში ვაქცინირებულებს ღია სივრცეში პირბადე აღარ მოეთხოვებათ

26 მაი 202111:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 776
სამხრეთ კორეაში ვაქცინირებულებს ღია სივრცეში პირბადე აღარ მოეთხოვებათ
REUTERS

სამხრეთ კორეის გადაწყვეტილებით, Covid-19-ის მინიმუმ ერთი დოზით აცრილ მოქალაქეებს ივლისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება აღარ მოეთხოვებათ. ამ ნაბიჯით მთავრობას ხანდაზმულების ვაქცინაციის პროცესის წახალისება სურს.

მინიმუმ ერთი დოზით აცრილებს ივნისიდან შედარებით დიდ ჯგუფად შეკრების უფლებაც ექნებათ. 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა საკარანტინე ზომა ოქტომბერში გადაიხედება, როდესაც მოსახლეობის 70%-ზე მეტი პირველი დოზით იქნება ვაქცინირებული. 

სამხრეთ კორეის გეგმის მიხედვით, სექტემბრისთვის 52 მილიონი ადამიანიდან მინიმუმ 70%-ის იმუნიზაცია უნდა მოხდეს. ახლა ეს მაჩვენებელი მხოლოდ 7,7%-ია. 

სამხრეთ კორეაში 60-დან 74 წლამდე ასაკის ადამიანების 60% ვაქცინის მისაღებად უკვე დარეგისტრირებულია. 

65-74 წლის პირების მასობრივი იმუნიზაცია ხვალ ქვეყნის 12 000-ზე მეტ კლინიკაში დაიწყება.

სამხრეთ კორეაში გუშინ კორონავირუსის 707 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ქვეყანაში Covid-19-ით ინფიცირების 137 682 და 1 940 გარდაცვალების შემთხვევა აღრიცხული.