LIVE

Covid-19-მა მსოფლიოში ჯანდაცვის 115 000-ზე მეტი მუშაკი იმსხვერპლა

24 მაი 202122:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1000
Covid-19-მა მსოფლიოში ჯანდაცვის 115 000-ზე მეტი მუშაკი იმსხვერპლა

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) ხელმძღვანელის თქმით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პანდემიასთან ბრძოლაში 115 000 პირი გარდაიცვალა. ამის შესახებ ტედროს ადანომ გებრეისუსმა დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

“ბევრი თვითონ დაინფიცირდა და მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია მწირია, ვვარაუდობთ, რომ სულ მცირე 115 000 ჯანდაცვისა და ზრუნვის მუშაკს სხვების სამსახური საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუჯდა”,- ამბობს გებრეისუსი. 

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" ხელმძღვანელის თქმით, ექიმები გმირები არიან, თუმცა არა - სუპერგმირები. ისინი ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვები. 

მან ქვეყნებს ვაქცინაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, იმისათვის, რომ სექტემბრის ბოლომდე ყველა ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 10% ვაქცინირებული იყოს, რათა წლის ბოლომდე ეს რიცხვი 30%-მდე გაიზარდოს.