LIVE

მწვანე პოლიტიკის გეგმა იაპონიას 1.8 ტრილიონ დოლარს მოუტანს

25 დეკ 202011:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 384
მწვანე პოლიტიკის გეგმა იაპონიას 1.8 ტრილიონ დოლარს მოუტანს
Bloomberg Finance LP

იაპონიაში კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის ამბიციურმა გეგმამ ქვეყნის ეკონომიკას 2050 წლისთვის შესაძლოა 1.8 ტრილიონი დოლარი მოუტანოს.

2050 წლისთვის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდა სუგა ნულოვანი ემისიის მიღწევას ისახავს მიზნად, რაც ბიზნეს მოდელის ცვლილებით მომარაგების ჯაჭვსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებში ინვესტიციებს მოიზიდავს. გადაწყვეტილების წლიური ეკონომიკური გავლენა 2030 წლისთვის 90 ტრილიონ იენს, ხოლო 2020 წელს 190 ტრილიონ იენს მიაღწევს.

ემისიების შემცირების ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია ისეთი სექტორების ელექტროფიკაცია იქნება, როგორიცაა ტრანსპორტი და გათბობა. ამან შეიძლება იაპონიაში ელექტროენერგიის მოთხოვნა 2050 წლისთვის 50% -ით გაზარდოს. ელექტროენერგიის ნახევარზე მეტის გენერირება განახლებადი ენერგიის წყაროებით მოხდება, ნათქვამია ანგარიშში.

გარემოსდაცვითი პოლიტიკით ეკონომიკური სარგებლის მიღებამდე იაპონიას გრძელი გზა აქვს გასავლელი. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში ნახშირბადის ემისიები დაღმავალი ტენდენციით ხასიათდება, BloombergNEF-ის ანალიზის თანახმად, მიზნის მისაღწევად 30 წლის განმავლობაში შემცირების ტემპის დაჩქარებაა აუცილებელი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აია თაკადა