LIVE

AstraZeneca-ს ორი დოზა Covid-19-ის სიმპტომებისგან 90%-მდე დაცვას უზრუნველყოფს

21 მაი 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 948
AstraZeneca-ს ორი დოზა Covid-19-ის სიმპტომებისგან 90%-მდე დაცვას უზრუნველყოფს
Bloomberg

ინგლისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, AstraZeneca-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა სიმპტომატური კოვიდ-ინფექციისგან 85%-დან 90%-მდე დაცვას უზრუნველყოფს.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოს შეფასებით, 9 მაისის მდგომარეობით, ინგლისში ვაქცინამ 60+ ასაკის 13 000 ადამიანი სიკვდილისგან იხსნა. მკვლევრების გამოთვლით, ვაქცინაციამ 65 წელს გადაცილებული თითქმის 40 000 ადამიანი ჰოსპიტალიზაციას გადაარჩინა.

ეს მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრიტანეთისთვის, რომელიც ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილების მაჩვენებლით ლიდერია.

“ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინა იცავს ადამიანების სიცოცხლეს და გიცავთ Covid-19-ით საავადმყოფოში მოხვედრისგან. იმ საფრთხის გამო, რასაც ახალი შტამების გავრცელება ქმნის, ვაქცინაცია ასეთი მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა”,- ამბობს ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი, მეტ ჰენკოკი.

დიდი ბრიტანეთი, რომელსაც მოსახლეობის თითქმის მესამედი სრულად ვაქცინირებული ჰყავს, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პირველი დოზით მაქსიმალურად ბევრი ადამიანის აცრაზე და დოზებს შორის ინტერვალის 12 კვირამდე გაზრდაზე. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტოდ ჯილესპი