LIVE

აშშ ერდოღანის “ანტისემიტურ” განცხადებებს გმობს

19 მაი 202111:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1163
აშშ ერდოღანის “ანტისემიტურ” განცხადებებს გმობს
Simon Dawson/Bloomberg

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ანტისემიტური განცხადებები, რომელიც მან ისრაელის მხარდაჭერის შესახებ ჯო ბაიდენის განცხადების კრიტიკისას გააკეთა.

“შეერთებული შტატები მკაცრად გმობს პრეზიდენტ ერდოღანის ბოლოდროინდელ ანტისემიტურ გამონათქვამებს ებრაელი ხალხის მიმართ”,-  განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა. მან ერდოღანს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის მუშაობისკენაც მოუწოდა.

“პრეზიდენტ ერდოღანს და თურქეთის სხვა ლიდერებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ კონფრონტაციული ენის გამოყენებისგან, რამაც შესაძლოა შემდგომი ძალადობა გამოიწვიოს. მოვუწოდებთ თურქეთს, შეუერთდეს შეერთებულ შტატებს კონფლიქტის დასრულებაში. ანტისემიტური ენის ადგილი არსად არის”,- აღნიშნა მან.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამტკიცებს, რომ ავსტრია ისრაელის მხარდაჭერით ცდილობს ჰოლოკოსტის გამოსყიდვას და “აიძულებს მუსლიმებს, გადაიხადონ ამის საფასური”. თურქეთის ლიდერმა ისრაელის სამხედრო მოქმედებებს “ხოცვა” უწოდა, ებრაელების წინააღმდეგ ნაცისტების ბოროტმოქმედებას შეადარა და ისრაელი “ტერორისტულ” ქვეყნად მოიხსენია.

თურქეთის პრეზიდენტმა ამერიკის მიერ სომხების გენოციდის აღიარებაზეც გაამახვილა ყურადღება და ბაიდენს მიმართა: “სამწუხაროდ, თქვენ ამ სისხლით წერთ ისტორიას ამ ინციდენტში, რომელმაც არაპროპორციული თავდასხმა გამოიწვია ღაზაში”.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ნიკ უადამსი და ჯონ ჰარნი