LIVE

სინგაპურში "მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" წლიური შეხვედრა აღარ შედგება

17 მაი 202121:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 598
სინგაპურში "მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" წლიური შეხვედრა აღარ შედგება
REUTERS/Denis Balibouse/File Photo

"მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" (WEF) ყოველწლიური შეხვედრა, რომელიც წელს 17-20 აგვისტოს სინგაპურში უნდა გამართულიყო, გაუქმდაორგანიზატორების თქმით, პანდემიის პირობებში ასეთი მასშტაბური ღონისძიების ჩატარება შეუძლებელი იქნება.

"სამწუხაროდ, მოვლენები, რომლებიც მსოფლიოს გარშემო მიმდინარეობს, მოგზაურობის გაურკვეველი პერსპექტივა, ვაქცინაციის განსხვავებული სიჩქარე და ახალი შტამების გავრცელებასთან დაკავშირებული გაურკვევლობა მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესის, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების დაგეგმილ გლობალურ შეხვედრას შეუძლებელს ხდის",- ნათქვამია WEF-ის განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, "მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" შემდეგი ყოველწლიური შეხვედრა 2022 წლის პირველ ნახევარში გაიმართება, თუმცა მისი ადგილმდებარეობა და ზუსტი თარიღი ზაფხულში არსებული ეპიდვითარების საფუძველზე განისაზღვრება. 

ღონისძიება, რომელიც პოლიტიკისა და ბიზნესის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან პირებს აერთიანებს, 1971 წლიდან იმართება. ღონისძიებას ტრადიციულად აღმოსავლეთ შვეიცარიის მაღალმთიანი ქალაქი დავოსი მასპინძლობს, თუმცა გასულ წელს, მასში მონაწილე პირების ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ღონისძიება პირველად დავოსიდან სინგაპურში გადაიტანეს.