LIVE

Ether-ის დამფუძნებელმა ინდოეთს $1 მილიარდის შიბა ინუს მონეტა გადასცა

14 მაი 202113:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1145
Ether-ის დამფუძნებელმა ინდოეთს $1 მილიარდის შიბა ინუს მონეტა გადასცა
Bloomberg

27 წლის პროგრამისტმა 50 ტრილიონზე მეტი შიბა ინუს მონეტა გადარიცხა ინდოეთის კოვიდ-კრიპტო დახმარების ფონდში. 

ეთერიუმის თანადამფუძნებელმა ვიტალიკ ბუტერინმა ინდოეთის Covid-19-ის დახმარების ფონდში $1 მილიარდის ღირებულების 50 ტრილიონი შიბა ინუს მონეტა გადარიცხა, რომელიც Dogecoin-ის განშტოებაა. გადარიცხვის დროს შიბას ინუს მონეტა $1 მილიარდად იყო შეფასებული, თუმცა მისი ღირებულება მას შემდეგ მკვეთრად დაეცა და ხუთშაბათს დაახლოებით 30%-ით ნაკლები შეადგინა.

ინდოეთის კოვიდ-კრიპტო დახმარების ფონდის (India Covid Crypto Relief Fund) მიზანი ქვეყნის ჯანმრთელობის დამანგრეველ კრიზისთან ბრძოლაა. ბუტერინმა დახმარების ფონდში 500 ეთერიუმიც გადარიცხა, რაც დაახლოებით $1,9 მილიონს უდრის.

ბუტერინი, რომელიც მხოლოდ 19 წლის იყო, როდესაც 2013 წელს ეთერიუმი შექმნა, მილიარდერი გახდა, მას შემდეგ, რაც მისმა ციფრულმა ვალუტამ $3,500-ს მიაღწია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სოფი ალექსანდერი და ტომ მალოუნი