LIVE

ევროკავშირი: რუსეთი უკრაინის “დე-ფაქტო ინტეგრაციას” აპირებს

13 მაი 202116:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 940
ევროკავშირი: რუსეთი უკრაინის “დე-ფაქტო ინტეგრაციას” აპირებს
Photo: European Union

ევროკავშირის განცხადებით, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილების დე-ფაქტო ინტეგრაციას ცდილობს.

დოკუმენტში, რომელიც წევრ ქვეყნებს დაეგზავნათ, ნათქვამია, რომ კრემლის ნაბიჯები, როგორიცაა უკანონო არჩევნების ორგანიზება და ადგილობრივი პასპორტების დარიგება, “მიზნად ისახავს უკრაინის ტერიტორიების რუსეთში ინტეგრირებას”. 

რუსეთმა არაერთხელ უარყო ტერიტორიების ათვისების გეგმა და განაცხადა, რომ 2015 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ერთგულია და ამ დოკუმენტის თანახმად, ეს ტერიტორიები უკრაინის შემადგენლობაში ფართო ავტონომიას მიიღებენ. 

“რუსეთი არ აპირებს ვინმეს შთანთქმას და ეს არასოდეს ყოფილა მიზანი”,- განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

ევროკავშირის დოკუმენტში მოცემულია მოქმედების რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც ბლოკს შეუძლია გამოიყენოს, რათა გაზარდოს უკრაინის მდგრადობა რუსეთის აგრესიის მიმართ, მათ შორის:

  • მხარდაჭერა “ჰიბრიდული, კიბერ საფრთხეებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ” ბრძოლაში.
  • უკრაინის დახმარება Covid ვაქცინაციის პროგრამის განსახორციელებლად, “განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფების, რათა თავიდან აიცილონ ქვეყნის შემდგომი დასუსტება.
  • ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად.
  • ყირიმის და დონბასის ზოგიერთი რაიონის მცხოვრებლებზე გაცემული რუსული პასპორტების აღიარების უარყოფის ზომების გაძლიერება.
  • ევროკავშირის უსაფრთხოების ზოგიერთ პროექტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობის განხილვა.

ევროკავშირი კრიტიკის ობიექტია იმის გამო, რომ არ შეუერთდა აშშ-ის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. დოკუმენტის თანახმად, შემდგომი სანქციები დამოკიდებული იქნება “უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ვითარების კიდევ უფრო სერიოზულ გაუარესებაზე”. 

უკრაინა პარტნიორებისგან NATO-ში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებასაც ითხოვს.

Blooomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში სამშაბათს განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს დოკუმენტთან დაკავშირებით.

ზოგმა ჯგუფმა ზოგადად მხარი დაუჭირა ვარიანტების ვადებისა და შინაარსის შედგენას. მეორემ თქვა, რომ წინადადებებში საკმარისი ყურადღება არ გამახვილდა იმ რეფორმებზე, რომლებიც უკრაინამ თავად უნდა განახორციელოს - მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლის ზომებზე - და რომ წევრმა ქვეყნებმა უფრო მეტი კონსულტაცია უნდა გაიარონ, სანამ თანამშრომლობის შესაძლებლობებს შეისწავლიან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალბერტო ნარდელი