LIVE

ფილიპინები ვაქცინის იმედებს რუსეთსა და ჩინეთზე ამყარებს

03 დეკ 202012:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 374
ფილიპინები ვაქცინის იმედებს რუსეთსა და ჩინეთზე ამყარებს
მომავალი წლის პირველი კვარტლიდან ფილიპინები Covid-19-ის ვაქცინის შესყიდვას ჩინური Sinovac Biotech-სგან და რუსული Sputnik V-სგან გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველმა, კარლიტო გალვეზმა ონლაინ ბრიფინგიზე განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ ფილიპინები ჩინურ ვაქცინას 60 დღის ვადაში მიიღებს.
 
ფილიპინებს, რომელიც პანდემიის მეორე ტალღამ მძიმედ აზარალა, მეზობელი ინდონეზიისა და ტაილანდისგან განსხვავებით, ვაქცინის იმპორტის შემაფერხებელი რეგულაციები აქვს. მათ შორის, ოთხფაზიანი ცდების ვალდებულება და აკრძალვა წინასწარ შეკვეთაზე. თუმცა, გალვეზის თქმით, პანდემიის სიმძიმისა და ვაქცინის გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, პრეზიდენტმა დუტერტე მოქმედი რეგულაციები შეამსუბუქოს.
 
როდრიგო დუტერტემ შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა დაუშვან იმ მწარმოებლების ვაქცინის საგანგებო გამოყენების რეჟიმი, რომლებმაც "ადექვატური და კარგად გაკონტროლებული ცდები" ჩაატარეს. ეს ნაბიჯი ვაქცინის ბაზარზე დაშვების პროცესს ექვსი თვიდან სამ კვირამდე შეამცირებს.
 
აღსანიშნავია, რომ ვიდრე ფილიპინების მთავრობა ჩინეთის და რუსეთის იმედად არის, ბრიტანული AstraZeneca-სგან კერძო კომპანიების მიერ შესყიდული დაახლოებით 2.6 მილიონი დოზა ვაქცინა ფილიპინებში 2021 წლის მაისისთვის ჩავა. ადგილობრივი კერძო სექტორი მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც.
 
ფილიპინებში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ჯამური რაოდენობა ოთხშაბათის მდგომარეობით 434,000-ს აჭარბებს.