LIVE

რუსეთის სასამართლომ Telegram-ი 5 მილიონი რუბლით დააჯარიმა

13 მაი 202113:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 836
რუსეთის სასამართლომ Telegram-ი 5 მილიონი რუბლით დააჯარიმა
Chris Ratcliffe/Bloomberg

მოსკოვის ტაგანსკის რაიონულმა სასამართლომ Telegram-ი 5 მილიონი რუბლით დააჯარიმა. სანქციის დაკისრების მიზეზი არასანქცირებული საპროტესტო აქციების შესახებ შეტყობინებები გახდა.

მესენჯერ აპლიკაციისთვის გამოიცა ორი ოქმი - თითოეულისთვის იგი დაჯარიმდა 2,5 მილიონი რუბლით.

Telegram-ი პირველი არ არის. რუსეთმა საპროტესტო პოსტების წაშლაზე უარის გამო დააჯარიმა სოციალური ქსელები VKontakte, TikTok და Twitter.