LIVE

ვაქცინაციის დასაჩქარებლად ბაიდენი ამერიკელებს უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობს

12 მაი 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 712
ვაქცინაციის დასაჩქარებლად ბაიდენი ამერიკელებს უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობს
Alex Wong/Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაქცინაციის დაჩქარების ახალი ზომების მიღების თაობაზე გამოაცხადა, მათ შორის უფასო ტრანსპორტირება Uber-ით და Lyft-ით, რადგან ბევრი ამერიკელი თავს იკავებს აცრების გაკეთებისგან, რაც, თავის მხრივ, აფერხებს აშშ-ს გამოსვლას პანდემიისგან.

ბაიდენის თქმით, აშშ ვაქცინაციის კამპანიის ახალ ფაზაშია, რადგან შიდა მოთხოვნა შესუსტდა. აშშ დღეში ახორციელებს დაახლოებით 2,1 მილიონ აცრას, რაც ერთი თვის წინანდელ 3,4 მლნ-ზე ნაკლებია, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტის მიწოდებაა შესაძლებელი.

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევები კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ეცემა, ვიდრე ვაქცინაცია. აშშ-მა 21,767 ახალი შემთხვევა გამოაცხადა კვირას, რაც ყველაზე დაბალი ყოველდღიური რაოდენობაა 2020 წლის ივნისის შემდეგ. ფედერალური მონაცემებით, აპრილის დასაწყისში აშშ ჯერ კიდევ დღეში საშუალოდ 60 000-ზე მეტ ახალ შემთხვევას აფიქსირებდა.

4 ივლისის ჩათვლით, Lyft და Uber უფასო ტრანსპორტირებას შესთავაზებენ ყველას, ვინც აპირებს აცრას აშშ-ში. ეს პროგრამა მცირე შემოსავლის მქონე მომხმარებლებზეა გათვლილი, აფთიაქებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

ბაიდენმა და მისმა გუნდმა არაერთხელ უარყვეს ნებისმიერი წინადადება, რათა ვაქცინაცია სავალდებულო გამხდარიყო ან შექმნილიყო ვაქცინირებული მოქალაქეების ფედერალური რეესტრი. ამის სანაცვლოდ, ყურადღება გაამახვილეს ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ინფორმაციის გაზრდაზე და აცრებზე წვდომაზე.

ბაიდენი გეგმავს აშშ-ის მოზარდების მინიმუმ 70% ერთხელ მაინც აცრას 4 ივლისამდე. ამ დროისთვის, დაახლოებით 58%-ია ვაქცინირებული.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯოშ ვინგრუვი და ჯასტინ სინქი