LIVE

ბენიამინ ნეთანიაჰუს საგანგებო მიმართვა - ჰამასი "დიდ ფასს გადაიხდის"

12 მაი 202100:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 1976
ბენიამინ ნეთანიაჰუს საგანგებო მიმართვა - ჰამასი "დიდ ფასს გადაიხდის"
Suhaib Salem/Reuters

ღაზას სექტორიდან განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო იერიშის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოქალაქეებს საგანგებო განცხადებით მიმართა და პირობა დადო, რომ ჰამასი და პალესტინის ისლამური ჯიჰადის ტერორისტული ჯგუფები "დიდ ფასს გადაიხდიან" ცენტრალურ და სამხრეთ ისრაელზე თავდასხმებისათვის.

"მათი სისხლი მათსავე თავებზე", - ამბობს ნეთანიაჰუ ტერორისტული ჯგუფების ხელმძღვანელობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სამხედროებმა ჯერჯერობით გაარტყეს ასობით სამიზნეს ღაზას სექტორში და გააგრძელებენ ანკლავში თავდასხმებს.

ნეთანიაჰუ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ყველა ინსტრუქცია, რომელიც ხელისუფლებამ გასცა.

გვიან საღამოს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 140 რაკეტა გაისროლეს, რომელთა ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა.

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები და საჭიროების შემთხვევაში სპეციალურ თავშესაფრებში გადაინაცვლონ.