LIVE

იტალიაში ქალს შეცდომით Pfizer-ის 6 დოზა გაუკეთეს

11 მაი 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1303
იტალიაში ქალს შეცდომით Pfizer-ის 6 დოზა გაუკეთეს

23 წლის ქალი, რომელსაც შეცდომით Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინის ექვსი დოზა გაუკეთეს, თავს კარგად გრძნობს. ექიმების დაკვირვების ქვეშ ის 24 საათი იმყოფებოდა, თუმცა გვერდითი მოვლენების არქონის გამო, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. მიუხედავად ამისა, მის იმუნურ რეაქციაზე დაკვირვება გრძელდება. 

ქალს ვაქცინაცია კვირას, ცენტრალურ იტალიაში, ნოას საავადმყოფოში ჩაუტარდა. ჯანდაცვის მუშაკმა შპრიცი შემთხვევით შეავსო ვაქცინის მთელი ბოთლით, რომელშიც სულ ექვს დოზა იყო დარჩენილი. 

“მან ხუთი ცარიელი შპრიცი დაინახა და მაშინვე მიხვდა თავის შეცდომას”,- ამბობს საავადმყოფოს სპიკერი, დანიელა ჯიანელი.

მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი ადამიანურ შეცდომად შეფასდა, დაწყებულია შიდა გამოძიება, რომელიც დაადგენს განზრახ ხომ არ მოხდა ქალის ზედმეტი დოზით აცრა.

აპრილში მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულებით, ვაქცინაცია სავალდებულოა ჯანდაცვისა და სააფთიაქო სფეროს ყველა მუშაკისთვის, იმისათვის, რომ სამედიცინო პერსონალი, პაციენტები და მოწყვლადი ადამიანები დაცულები იყვნენ. 

23 წლის სტაჟიორი სწორედ სამედიცინო მუშაკების ვაქცინაციის ფარგლებში აიცრა, რადგან მას ასაკობრივად ვაქცინა ჯერ არ ეკუთვნოდა.