LIVE

BioNTech-ი 2023 წლისთვის სინგაპურში ვაქცინის მწარმოებელ ქარხანას ააშენებს

10 მაი 202115:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 465
BioNTech-ი 2023 წლისთვის სინგაპურში ვაქცინის მწარმოებელ ქარხანას ააშენებს
Cyril Marcilhacy/Bloomberg

გერმანულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანიამ BioNTech-მა mRNA ვაქცინების წარმოებისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მთავარ შტაბად სინგაპური შეარჩია. კომპანიის ახალი ქარხანა, რომელიც მუშაობას, სავარაუდოდ, 2023 წელს დაიწყებს, მინიმუმ 80 სამუშაო ადგილს შექმნის.

კომპანიის განაცხადებით, ქარხანა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით იმუშავებს, ხელს შეუწყობს ვაქცინებისა და მედიკამენტების გლობალურ მიწოდებას. ასევე, სიახლოვის გამო, სწრაფად იმოქმედებს აზიაში მომავალში ვირუსის გავრცელების შემთხვევაში.

საწარმოს მშენებლობა მნიშვნელოვანია სინგაპურის ეკონომიკის  გრძელვადიანი სტრატეგიისთვის, რომელიც მომავლის სექტორების, მათ შორის ბიოფარმაცევტული საშუალებების წარმოებას გულისხმობს. ის ასევე დაეხმარება ქვეყნის, როგორც ბიზნესის ქომაგის რეპუტაციის გამტკიცებას.

"სინგაპურში შესანიშნავი ბიზნეს კლიმატი, მზარდი ბიოტექნოლოგიური ინდუსტრია და ნიჭიერი ხალხია",- ამბობს უღურ შაჰინი, BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი.

mRNA ვაქცინები მასშტაბურად პირველად Covid-19-ის პანდემიის დროს გამოიყენეს. სხვადასხვა კვლევით, მას შესანიშნავი ეფექტიანობა აღმოაჩნდა. ამჟამად მეცნიერები იკვლევენ თუ როგორ გამოიყენონ ის სხვა დაავადებების, მათ შორის, კიბოს წინააღმდეგ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მიშელ ჯამრისკო