LIVE

სტარტაპ ინვესტორი $740 მილიონიანი თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა

10 მაი 202110:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 862
სტარტაპ ინვესტორი $740 მილიონიანი თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა
Bloomberg

Vickers Venture-ი სინგაპურელი ბიზნესმენისა და მისი Envy Global Trading-ის სავარაუდო თაღლითური ვაჭრობის სქემის მსხვერპლი გახდა. საქმეს ქალაქ-სახელმწიფოს მონეტარული ორგანო განიხილავს.

Vickers ყველაზე მაღალი დონის ინვესტორია, რომელიც $740 მილიონიანი თაღლითობის მსხვერპლი გახდა. სინგაპურის ხელისუფლების შეფასებით, ეს შეიძლება იყოს ყველაზე დიდი საინვესტიციო თაღლითობა, რომელიც ფინანსურ ცენტრს ოდესმე უნახავს. თაღლითური სქემის სავარაუდო ავტორი, ნგ იუ ზი ეჭვმიტანილია რიგ დანაშაულებში, ნიკელის ყიდვა-გაყიდვის გაყალბებიდან დაწყებული, Citibank-დან გადარიცხვების გაყალბებით დასრულებული, რომლებიც მილიონობით თანხებს ასახავდა.

Vickers Venture-ის დამფუძნებელმა ფინიან თანმა დაადასტურა, რომ ის იყო პირადი ინვესტორი Envy Global Trading-ის მიერ გაცემულ დაფინანსებაში, რომელიც ხელისუფლების აზრით, ცრუ კონტრაქტებთან იყო კავშირში. Vickers-ის ორი ფონდი ასევე იყო ინვესტორი კომპანიებში, რომლებსაც იგივე სავაჭრო საქმიანობასთან ჰქონდათ შეხება.

თანმა ასევე დაადასტურა, რომ ნგ იმ ინვესტორებს შორისაა, რომელმაც მცირე ინვესტიცია ჩადო Vickers-ში.

თაღლითობის ბრალდებები ნგს წინააღმდეგ მისი საქმიანობას ეფუძნება Envy Asset Management-სა და Envy Global Trading-ში, კომპანიებში, რომლებსაც იგი აკონტროლებდა და დირექტორი იყო. კომპანიებში ჩადებული S$1 მილიარდიდან, S$300 მილიონი ნგს პირად ანგარიშზე გადაირიცხა, ხოლო S$200 მილიონი დოლარი უანგარიშოდ რჩება.

პროკურორის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორებმა S$700 მილიონი მიიღეს, გადასახდელი კონტრაქტების ნომინალური ღირებულებიდან გამომდინარე, მათ კიდევ S$1 მილიარდი აქვთ მისაღები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დევიდ რამილი, იოლიმ ლი და ალფრედ ქენგი