LIVE

Novavax-ის ვაქცინამ სამხრეთ აფრიკული შტამის მიმართ 51%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

06 მაი 202118:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 686
Novavax-ის ვაქცინამ სამხრეთ აფრიკული შტამის მიმართ 51%-იანი ეფექტიანობა აჩვენა
REUTERS/Dado Ruvic/Illustration

Novavax-ის COVID-19 ვაქცინებმა კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგ აივ ინფექციის არმქონე პირებში 51%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ინფიცირებულებში ეფექტიანობის მაჩვენებელი 43%-მდე შემცირდა. 

დასკვნა ემყარება კვლევას, რომელშიც 2700 პირი მონაწილეობდა. მათი საშუალო ასაკი 32 წელი იყო. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქი და საშუალოა. 

კვლევა მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის მიმართ ეფექტიანობის შესახებ მონაცემებს არ იძლევა. 

კვლევის მიზანი იყო დაედგინა, როგორ მოქმედებდა ვაქცინა აივ ინფიცირებულებში. შეფასებულთა 94% აივ-უარყოფითი, 6% კი აივ-დადებითი იყო. სამხრეთ აფრიკაში აივ-ინფიცირებულთა დიდი რიცხვიდან გამომდინარე, ქვეყანაში კვლევის ჩატარების მნიშვნელობა დიდია. 

დაკვირვება აჩვენებს, რომ კორონავირუსის მუტირებული ვარიანტი, ნომრით B.1.351, Covid19-ის ვაქცინების ეფექტიანობას, მათ შორის, Novavax-ის ეფექტიანობას ამცირებს. ფარმაცევტული კომპანიები ცდილობენ ვაქცინები იმგვარად განავითარონ, რომ შტამის წინააღმდეგ პრეპარატის ეფექტიანობა გაიზარდოს. 

იანვარში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სამხრეთ აფრიკაში, Covid19-ის სიმპტომატური შემთხვევების შემთხვევაში, აივ-ნეგატივ პირებში ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელი 60.1% იყო, შერეულ ჯგუფში კი ეფექტიანობა 49.4%-მდე შემცირდა.