LIVE

Tether-ი ვაჭრობის მოცულობით მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა გახდა

02 მაი 202115:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 908
Tether-ი ვაჭრობის მოცულობით მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა გახდა
Bloomberg

Tether-ის მიმოქცევა, რომელიც ე.წ სტაბილური კრიტოვალუტაა და ქაღალდის ფულით არის გამყარებული, 50 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ეს თანხა კი უფრო მეტია ვიდრე დაზღვეული დეპოზიტები აშშ-ს ათასობით ბანკში.

ეს ფაქტი კითხვებს აჩენს Tether-ის დაზღვეულობის შესახებ. ამ თვეში "სტაბილური მონეტა" ნიუ იორკის გენერალურ პროკურორთან პირველ კვარტალურ განცხადებას გამოაქვეყნებს თავისი რეზერვების შესახებ. ეს ნაბიჯი ციფრული მონეტის მხრიდან სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოებთან ხანგრძლივი დავის მოგვარების მცდელობაა და ცხადყოფს რეალურად აქვს თუ არა მას დასაზღვევად საჭირო რეზერვები. თუმცა, ჯერ გაურვეველია ექნებათ თუ არა წვდომა ამ დოკუმენტებზე ინვესტორებს.

როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია არც არის გადამწყვეტი ინვესტორებისთვის, რადგან "სტაბილური ციფრული მონეტის" პოპულარობა მხოლოდ იზრდება. Tether-ი ვაჭრობის მოცულობით მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა გახდა, ის ბაზრის ლიდერს, ბიტკოინსაც კი აჭარბებს ამ მონაცემით.

CryptoCompare-ის თანახმად, ბიტკოინის დაახლოებით 66% Tether-ის გამოყენებით ივაჭრება. სტაბილური ციფრული ვალუტის გამოყენება სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაფართოვება, Coinbase Global-ის გეგმების გაცხადების შემდეგ, რომ მონეტას თავის Coinbase Pro პლატფორმაზე დაამატებს.

თუმცა, ნიუ იორკის გენერალური პროკურორი ლეტიტია ჯეიმსი ამბობს, რომ Bitfinex და Tether-ი დაუფიქრებლად და უკანონოდ ფარავდნენ მასობრივ ფინანსურ ზარალს, რომ მათი სქემა შენარჩუნებულიყო.

"Tether- ის მტკიცება, რომ თითქოს მისი ვირტუალური ვალუტა აშშ დოლარით სრულად არის გამყარებული, ტყუილი იყო ”- ამბობს ჯეიმსი.

კრიპტოსფერომ მოსალოდნელი შეთანხმების კვალდაკვალ რამდენიმე ტალღა დაინახა. განცხადების შემდეგ Tether-ის ოდენობა ზრდას განაგრძობს. ბაზრის მონაწილეები კვლავ მსგავს რეაქციას ელიან, მიუხედავად იმისა რას გამოავლენს Tether-ის კვარტალური ანგარიში.

”ის ფაქტი, რომ Coinbase-მა Tether-ი დაამატა, გიჩვენებთ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ” - ამბობს Multicoin Capital- ის თანადამფუძნებელი კაილ სამანი Tether-ის შესახებ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოლგა ხარიფი