LIVE

მისო-ებში ვადაგადაცილებული სესხების წილი უფრო მაღალია, ვიდრე ბანკებში

22 დეკ 202017:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 816
მისო-ებში ვადაგადაცილებული სესხების წილი უფრო მაღალია, ვიდრე ბანკებში
ამ პერიოდისთვის საქართველოში სესხი აქვს 1.8 მლნ-მდე ადამიანს, საერთო ჯამში ₾27 მილიარდის აქტიური სესხია გაცემული და ეს მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან ₾3.5 მილიარდით არის გაზრდილი. 
 
ინფორმაციას "კრედიტინფო საქართველო" აქვეყნებს საფინანსო სექტორის მიმოხილვის სახით.
 
მონაცემების თანახმად, წლის დასაწყისიდან დღემდე მსესხებლების რაოდენობა გაზრდილია 4.7%-ით, ანუ 81,574 ადამიანით. მსესხებლების 89% სესხის მისაღებად ბანკს მიმართავს. მომხმარებლების მიერ აღებული სესხის საშუალო მოცულობა ბანკში - 15,700 ლარია, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში - ₾3,000.
 
ჯამურ სასესხო პორტფელში ვადაგადაცილების საშუალო მაჩვენებელი 5.9%-ია, თუმცა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია - მათ მიერ გაცემული სესხების 18%-ში ფიქსირდება ვადაგადაცილება. საბანკო სექტორში ვადაგადაცილების მაჩვენებელი 5%-ია.